ივანე აივაზოვსკი – “ეპიზოდი”
სომხური წარმომავლობის მქონე ერთ-ერთმა უდიდესმა რუსმა მარინისტმა და პეიზაჟისტ-მხატვარმა – ივანე აივაზოვსკიმ (1817-1900 წლები),ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე მშობლიურ ქალაქ – ფეოდოსიაში ცხოვრების პერიოდში,თავისივე გამომუშავებული ფულით დააარსა ხელოვნების სკოლა და სამხატვრო გალერეა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,მისივე ინიციატივით იქნა ჩამოყალიბებული პეიზაჟის ფერწერის მხატვართა რეგიონალური სკოლა; აივაზოვსკის სახელთან ასოცირდება 1892 წელს ფეოდოსიაში რკინიგზის ხაზის გაყვანა; ზრუნავდა ყირიმში არსებულ ძეგლებზე და პირადად მიიღო მონაწილეობა 90 ყორღანის გამოკვლევაში; მისივე სახსრებით იქნა აგებული ფეოდოსიის სიძველეთა მუზეუმი; ორგანიზება გაუკეთა ფეოდოსიის საზღვაო პორტის რეკონსტრუქციას; მშობლიურ ქალაქშივე გახსნა პირველი საჯარო ბიბლიოთეკა; დააპროექტა ფეოდოსიის საკონცერტო დარბაზი; ქალაქში მაცხოვრებელი მოსახლეობისათვის იმთავითვე უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა სასმელი წყალი.თუმცა,მშობლიური ქალაქის ამაგდარმა ხელოვანმა აღნიშნული პრობლემაც მოუგვარა ადგილობრივებს მას შემდეგ,რაც თავადვე დააპროექტა სრულიად ახალი წყალსაცავის სისტემა; უდიდესი წვლილი დაიდო ფეოდოსიის კულტურული და ეკონომიკური აღმავლობის საქმეში.ზემოთ აღნიშნული ფაქტების გამო კი,აივაზოვსკის სახელს მრავალი ისტორიკოსი ფეოდოსიის,როგორც ნამდვილ ქალაქად გადაქცევასა და ჩამოყალიბებასთან აკავშირებს.შესაბამისად,აღნიშნული ქალაქის მაცხოვრებლებს იმდენად უყვარდათ თავიანთი სახელოვანი თანამოქალაქე,რომ მისი გარდაცვალების შემდეგ,ფეოდოსიის ცენტრში აღმართეს ივანე აივაზოვსკის ქანდაკება,რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ორი სიტყვა დააწერეს: “კეთილშობილ გენიოსს”. (ავტორი გენია.ჯი)