უილიამ შექსპირი – “სონეტი XXVII”
შენმა სიკეთემ მონობის ხვედრს რაც მაზიარა,
შენთვისღა ვცოცხლობ,სიყვარულის დიდო ბატონო,
და ამ წერილშიც შენს გულისთქმას,სიბრძნით კი არა,
მსურს ღირსეული მოკრძალებით დავეპატრონო.
* * *
მინდა დიდ პატივს მოვადევნო თხოვნა მცირედი,
მსურს მოციქულად გამოგზავნილ შიშველ სტრიქონებს
შენ მოევლინო მფარველად და მქონდეს იმედი,
რომ ტრფობის სამოსს დრო მათთვისაც გამოიგონებს.
* * *
ან ეგებ გავხდე ვარსკვლავეთის სამოწყალო და
ეგებ განგებამ განმარიდოს ავი ზრახვები,
ეგებ ჩემს ღატაკ სიყვარულსაც დახვდეს წყალობა,
ბედნიერებით მოსილი რომ დაგენახვები.
* * *
და მაშინ გეტყვი,რომ მიყვარხარ! თუმცა მანამდე,
ჯობს არ მნახო და დავრჩე შენთვის გამოცანადვე.