ჟანა დ’არკის აღსასრული…
ინგლისის სამეფოს ინტერესების დამცველი ფრანგი ეპისკოპოსის – პიერ კოშონის ხელმძღვანელობით საეკლესიო სასამართლომ სიკვდილით დასჯა გამოუტანა განაჩენად ერესში ბრალდებულ 19 წლის ასაკში მყოფ საფრანგეთის ეროვნულ გოგონას - ჟანა დ’არკს (1412-1431 წლები).მიუხედავად იმისა,რომ იგი ფორმალურად ეკლესიის მიერ იქნა გასამართლებული,ინგლისის სამეფოს მიერ მის მიმართ იმდენად დიდი დაინტერესება არსებობდა,რომ საფრანგეთის ტერიტორიაზე მყოფ ტუსაღს რუანის ციხე-სიმაგრეში ინგლისელი მეომრისაგან შემდგარი დაცვის ბასტიონი დარაჯობდა…
1431 წლის 30 მაისის დილის 9 საათზე – 80 ინგლისელი ჯარისკაცისაგან გარშემორტყმული ჟანა დ’არკი საფრანგეთის ჩრდიოლოეთით მდებარე ქალაქ რუანის ცენტრალურ მოედანზე,ძველი ბაზრის მიმდებარე მოედანზე გადაიყვანეს.იქ უკვე აღმართული იყო ორი ხის პლატფორმა მოსამართლეებისათვის და ფრანგი გოგონას სიცოცხლის მოსასპოპად შემზადებული ერთი ეშაფოტი. (ავტორი გენია.ჯი) ეშაფოტის გარშემო შემოყოლებული იყო თაბაშირისაგან დამზადებული სპეციალური დაფა,რომელზეც ფრანგულ ენაზე ეწერა: “ჟანა,რომელიც თავს ქალწულს უწოდებს სინამდვილეში გახლავთ – რწმენის უარმყოფელი,ჯადოქარი,წყეული ღვთისმგმობელი,სისხლის მსმელი,სატანის მსახური,მწვალებელი და ერეტიკოსი”.
ეშაფოტს ირგვლივ 800 ინგლისელი ჯარისკაცი შემოერტყა.ისინი რუანის მოედანზე შეკრებილ უზარმაზარი რაოდენობის მქონე ხალხის მასას ეშაფოტთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ.იმ მოსახლეებს კი,რომლებიც იმავე მოედნის ირგვლივ ცხოვრობდნენ,კატეგორიულად აუკრძალეს ფანჯრების გაღება.
მსჯავრდებული გოგონა თეოლოგიის დოქტორის – ნიკოლა მედის საპირისპირო მხარეს დააყენეს,რა დროსაც მან საჯარო ქადაგება დაიწყო: “თუკი ეკლესიაში დაავადებულია ერთი ადამიანი,დაავადებულია მთელი ეკლესია…” ქადაგების დასასრულს კი გოგონას შემდეგი სიტყვებით მიმართა: “განისვენე იმიერში მშვიდობით ჟანა.ეკლესიას შენი დაცვა უკვე აღარ ძალუძს…”
ნიკოლა მედის ქადაგების დამთავრებისთანავე ფეხზე წამოდგა ჟანა დ’არკის სასამართლო პროცესის უმთავრესი შემოქმედი – პიერ კოშონი,რომელმაც სიტყვასიტყვით გამოაცხადა საეკლესიო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი და იქვე დაამატა: “ჩვენ გადანაშაულებთ წმინდა ეკლესიის ბოროტ წევრობაში და ამიტომ საჯაროდ გაცხადებთ ეკლესიიდან განკვეთილად.ჩვენ გადაგცემთ საერო ხელისუფლებას და განაჩენსაც ის აღასრულებს…”
ინგლისელმა ჯალათებმა ჟანა დ’არკი ეშაფოტზე აღმართულ ძელზე ხელებით მიამბეს და ეშაფოტზე დახვავებულ ხმელ შეშას ცეცხლი წაუკიდეს.იწვოდა საფრანგეთის ეროვნული გმირი გოგონა,თუმცა არ იწვოდა საფრანგეთის ისტორიის სისხლითა და სირცხვილით გაჯერებული ის ფურცლები,რომლებზეც ასახული იქნა ორლეანელი ქალწულის გასაოცარი გმირული თავგადასავლები და მისი სიკვდილით დასჯის ამაზრზენი სცენები.
თუმცა არსებობს ჟანა დ’არკის სიკვდილით დასჯის მეორე ვერსიაც.კერძოდ,შუა საუკუნეების ფრანგი ქრონისტის – ჟან ლა შაპელის ჩანაწერები,სადაც იგი გადმოგვცემს,რომ სანამ ორლეანელ ქალწულს კოცონზე დაწვავდნენ,მანამ მას თავი მოჰკვეთეს.თუმცა აღნიშნული ინფორმაციის უტყუარობა დადასტურებული არ არის. (ავტორი გენია.ჯი)
რუანის ციხე-სიმაგრე,სადაც აწარმოებდნენ ჟანა დ’არკის დაკითხვასა და წამებას
ჟანა დ’არკის დაკითხვა ინგლისელი კარდინალის – ჰენრი ბოფორტის მიერ
ორლეანელი ქალწულის ქანდაკება ქალაქ რუანში იმ ადგილას,სადაც იგი სიკვდილით დასაჯეს
ჟანა დ’არკის გამამართლებელი სამახსოვრო დაფა
ჟანა დ’არკის ხელმოწერა
პიერ კოშონი (ბოვეს ეპისკოპოსი,რომლის უშუალო ინიციატივითაც მიესაჯა სიკვდილით დასჯა ორლეანელ ქალწულს)
ჟანა დ’არკი ეშაფოტზე