ლეონარდ ეილერი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი შვეიცარიელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი და მექანიკოსი - ლეონარდ ეილერი (1707-1783 წლები), ბაზელის უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ რუსეთის იმპერიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სანკტ-პეტერბურგის აკადემიაში განაგრძო მოღვაწეობა. გამოჩენილი ფრანგი ფილოსოსოფოსის – მარკიზ კონდორეს გადმოცემის თანახმად, პრუსიის სამეფოში ვიზიტისას ეილერი პრუსიის მეფის ფრიდრიხ II-ს დედის – სოფია დოროთეა ჰანოვერელის პირადი გადაწყვეტილებით ბერლინის სამეფო სასახლეში გასამართ – ბალზე იქნა მიწვეული. ლეონარდი დედა-დედოფლის შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა აღნიშნულ ღონისძიებაზე იგი ერთობ სუტყვაძუნძობით გამოირჩეოდა. ეილერის საქციელი მხედველობიდან არ გამოპარვია სოფია დოროთეას, რომელმაც ჰკითხა კიდეც მიზეზი სიტყვაძუნწობისა, რაზეც ლეონარდმა შემდეგი სახის პასუხი გასცა: „თქვენო უდიდებულესობავ, მომიტევეთ ჩემი სიტყვაძუნწობა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მე იმ ქვეყნიდან გახლავართ ჩამოსული, რომელშიაც ბევრის მოყბედე ადამიანებს – სიკვდილით სჯიან”. (ავტორი გენია.ჯი)