შარლ ნოდიე – “ეპიზოდი”
რომანტიზმის ეპოქის დიდი ფრანგი მწერალი და ბიბლიოფილი (წიგნების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამორჩეული ადამიანი) – შარლ ნოდიე (1780-1844 წლები),იმდენად გათვითცნობიერებული იყო ამა თუ იმ ეპოქების ცნობილი და სახელოვანი ადამიანების ბიოგრაფიებში,რომ ისეთი ადამიანების გაოცებასაც კი ახერხებდა,რომლებიც არაჩვეულებრივი ერუდირებული შესაძლებლობით იყვნენ დაჯილდოვებული. (ავტორი გენია.ჯი) მათ შორის გახლდათ გენიალური ფრანგი რომანტიკოსი მწერალი,დრამატურგი და პოეტი – ვიქტორ-მარი ჰიუგო.შარლ ნოდიემ საკუთარი სახლი პარიზში ნამდვილ ბიბლიოთეკად აქცია,სადაც იკრიბებოდნენ კიდეც იმ პერიოდის უდიდესი ფრანგი ლიტერატორები – სტენდალი,თეოფილ გოტიე,ვიქტორ-მარი ჰიუგო,ჟერარ დე ნერვალი და სხვები.მათ შორის კი ხშირად იმართებოდა სხვადასხვა საკითხებზე პოლემიკები როგორც ზოგადსაკაცობრიო თემებზე,ასევე სხვადასხვა პროფესიის მქონე სახელოვან ადამიანებზე.საყურადღებოა ის გარემოება,რომ შარლ ნოდიე ამ უდიდესი ინტელექტის მქონე ადამიანების ერთობაშიც კი ყველაზე დიდი და შესაშური ერუდიციით გამოირჩეოდა.მოგვიანებით,ჰიუგო ამ უნიკალური ინტელექტის მქონე ფრანგი მწერლისა და ბიბლიოფილის შესახებ წერდა: “მან აბსოლუტურად ყველაფერი იცოდა – იცნობდა დანტე ალიგიერს,დანტონს,შარლოტა კორდეს,გუსტავ III-ს,გრაფ კალიოსტროს,პიუს VI-ს,ფრიდრიხ დიდს,ეკატერინე II-ს… მისი შესანიშნავი საუბარი ხშირად იმის წარმოდგენასაც კი გვიქმნიდა,თითქოს თავად დასწრებოდეს სამყაროს ჩამოყალიბების პროცესს”. (ავტორი გენია.ჯი)