ვიქტორ-მარი ჰიუგო – “ეპიზოდი”
გენიალურ ფრანგ მწერალს,ფრანგული რომანტიზმის თეორიტიკოსსა და დრამატურგს – ვიქტორ-მარი ჰიუგოს (1802-1885 წლები) შემოქმედებას რომ უამრავი თაყვანისმცემელი გააჩნია,საყოველთაოდ არის ცნობილი.შესაბამისად,მის მიმართ არა ერთ ცნობილ ადამიანს შეუსხია ხოტბა.დიდმა უკრაინელმა მწერალმა და ბელეტრისტმა – ივანე ფრანკომ კი,მას სულაც – “გალური გენიის საუკეთესო წარმომადგენელი უწოდა”. (ავტორი გენია.ჯი) მსოფლიო ლიტერატურის თვალმარგალიტი უკანასკნელ გზაზე 2 000 000 000 ადამიანისაგან შემდგარმა სამგლოვიარო პროცესიამ გააცილა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული მოვლენის შემსწრე ბიოგრაფები ირონიულად შენიშნავდნენ,რომ ჰიუგომ “დიდების გზისაკენ მიმავალ გზაზე გამართულ ბრძოლაში”,გარდაცვალების შემდეგაც კი მოახერხა მისი ერთ-ერთი უდიდესი მოწინააღმდეგის,იმპერატორ – ნაპოლეონ III-ს დამარცხება,რომლის მმართველობის დროსაც გახდა იძულებული სამშობლოდან დევნილობაში გადახვეწილიყო.
მსოფლიო ლიტერატურის ტრიუმფატორის სამწერლო ასპარეზზე წარმატების მიუხედავად,მისი ცხოვრება განსაკუთრებული ტრაგიზმით იყო აღსავსე: 1823 წელს დაეღუპა მცირეწლოვანი ვაჟი – ლეოპოლდი; 1843 წელს დაკარგა 19 წლის ასაკში მყოფი ქალიშვილი – ლეოპოლდინა; 1868 წელს გარდაეცვალა საყვარელი მეუღლე – ადელ ფუშე; 1871 წელს აღესრულა ჰიუგოს ვაჟი – შარლი.თუმცა ვიქტორის ტრაგედია არც ამ საშინელი მოვლენებით არ დასრულებულა,რადგან 1873 წელს მან კიდევ ერთი შვილი – ფრანსუა-ვიქტორიც დაკარგა…
ერთადერთი შვილი,რომლის გარდაცვალებასაც ჰიუგო არ მოსწრებია – ადელი იყო,რომელიც მოგვიანებით,დიდი ფრანგი კინორეჟისორის – ფრანსუა ტრიუფოს მიერ გადაღებული კინოფილმის – “ადელის ისტორიის” მთავარი გმირის პროტოტიპად იქცა.
მსოფლიო ლიტერატურის კორიფემ,რომელიც ყოველ ორშაბათ დღეს 40 უსახლკარო და ღატაკ ბავშვს ასადილებდა,ძალიან კარგად უწყოდა,რომ მის სახელს ხალხი დიდების შარავანდედში ჰხვევდა და არც თავად ერიდებოდა საკუთარი თავის განდიდებას: “ჩვენ ასწლეულში მხოლოდ ერთი კლასიკოსია,ერთადერთი კლასიკოსი,კარგად გამიგეთ? და ის ერთადერთი კლასიკოსი – მე ვარ! მე ყველაზე კარგად ვიცი ფრანგული ენა… ამის გამო მადანაშაულებენ სიამაყეში: ეს სრული სიმართლეა,თუმცა,სწორედ ჩემს სიამაყეშია – ჩემი ჭეშმარიტი ძალა”. (ავტორი გენია.ჯი)