რიჩარდ II ბორდოელი – “ეპიზოდი”
საფრანგეთის ქალაქ ბორდოში დაბადებული ინგლისის მეფე პლანტაგენეტების სამეფო დინასტიიდან – რიჩარდ II ბორდოელი (1367-1400 წლები),ისტორიკოსთა ცნობების თანახმად პირველი ინგლისელი მონარქი გახლდათ,რომელიც ფრანგული ენის ნაცვლად თავისუფლად მეტყველებდა ინგლისურ ენაზე.მასვე აღიარებენ იმ პირველ ინგლისის მეფედ,რომლის პორტრეტებიც მისსავე სიცოცხლეში იქნა შექმნილი.
ერთ დღეს ინგლისის პარლამენტში სიტყვით წარსდგა ჰერეფორდის ჰერცოგი,რომელმაც ნორფოლკის ჰერცოგი მეფის მიმართ აგდებულ საუბარსა და დამოკიდებულებაში დაადანაშაულა. (ავტორი გენია.ჯი) ნორფოლკელმა ჰერცოგმა კატეგორიულად აურყო წარდგენილი ბრალდება და ბრალმდებელს სიცრუეში დასდო ბრალი.იმისათვის,რომ მას თავისი უდანაშაულობა დაემტკიცებინა,მოწინააღმდეგე სარაინდო დუელში გამოიწვია.ინგლისის პარლამენტისა და ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა მათ შორის გასამართი დუელს “მწვანე შუქი” აუნთეს,რადგან იმ პერიოდის ინგლისში მიიჩნევდნენ,რომ დუელის საბოლოო შედეგი თავად ღვთის უზენაესი სასამართლოს მიერ განისაზღვრებოდა.დაინიშნა დუელის ადგილი და დრო.მათ შორის გასამართ ორთაბრძოლას კი არა მარტო ინგლისელი დიდებულები ელოდებოდნენ სულმოუთქმელად,არამედ უბრალო ინგლისელი მოქალაქეებიც.მოვიდა სარაინდო დუელის დრო… არენაზე გამოჩნდნენ რაინდულ აბჯარში ასხმული ნორფოლკისა და ჰერეფორდის ჰერცოგები.ის იყო ბრძოლა უნდა დაწყებულიყო,რომ მოულოდნელად,რიჩარდ II ბორდოელმა დუელის შეწყვეტის ბრძანება გასცა.მან მიიჩნია,რომ მისი პიროვნების საჯაროდ შეურაცხყოფაში მეტ-ნაკლები ბრალი ორივე ჰერცოგს მიუძღოდა,რადგან იმ შემთხვევაში თუკი ნორფოლკელმა ჰერცოგმა მართლაც შეურაცხო მეფის სახელი ჰერეფორდის ჰერცოგთან გამართულ პირად საუბარში,ჰერეფორდის ჰერცოგს იგი საჯაროდ არ უნდა გაეხმაურებინა და შესაბამისად,მეფის სახელი საჯაროდ არ უნდა შეურეცხყო.დუელის შეწყვეტისთანავე რიჩარდმა თავისთან იხმო ორივე ჰერცოგი და საკუთარი განაჩენი ამცნო: ჰერეფორდის ჰერცოგი 10 წლით გააძევა ქვეყნიდან,ხოლო ნორფოლკის ჰერცოგი კი სამუდამოდ. (ავტორი გენია.ჯი)