როგორ ერკვეოდნენ ინკები მათემატიკურ მეცნიერებაში?
კოლუბამდელი ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი იმპერიის – ინკების მაცხოვრებელი ხალხი არანაკლებად იყო გათვითცნობიერებული მათემატიკურ მეცნიერებაში,ვიდრე მაიას უნიკალური ცივილიზაციის მქონე ხალხი და ამას უამრავი ისტორიული დოკუმენტი ადასტურებს. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მაიას ცივილიზაციისაგან განსხვავებით,თანამედროვე პერუს,ბოლივიის,ეკვადორის,კოლუმბიის,ჩილესა და არგენტინის ტერიტორიებზე გადაჭიმული ინკების ცივილიზაციისაგან ჩვენამდე არ მოუღწევია არც ერთ ისეთ ქვის სვეტს,სადაც დატანილია რიგი მათემატიკური ცხრილები ან კალენდალური თარიღები.მიუხედავად ამისა,საბედნიეროდ,შემორჩა ესპანელ კონკისკადორთა და მეცნიერთა ჩანაწერები,რომლებშიც ასახულია ინკების ცივილიზაციის ხალხის მათემატიკური შესაძლებლობები. და ეს მით უფრო საყურადღებოა მაშინ,თუ გავითვალისწინებთ იმას,რომ ესპანელი კონკისკადორები არ აწარმობდნენ დაპყრობილი ხალხების ისტორიისა და მეცნიერების შესწავლას,რადგან მათთვის ამაზე მეტად მნიშვნელოვან საქმეს დაპყრობილი ხალხების მიწებისა და განძის ხელში ჩაგდება წარმოადგენდა.მიუხედავად ამისა,ინკების შესანიშნავმა მათემატიკურმა და რიგმა სამეცნიერო თვალთახედებმა ევროპელები ნამდვილად გააოგნა და დააინტერესა.სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა,რომ მოგვიანებით მრავალმა ევროპელმა მკვლევარმა დაიწყო ინკების გონებრივი შესაძლებლობების კვლევა.
XV საუკუნის შუა ნახევარსა და XVI დასაწყისში პირველად გამოჩნდა ინკების ისტორიისადმი,მეცნიერებისადმი,რელიგიისადმი,გრამატიკისადმი და სხვა რიგი საკითხებისადმი მიძღვნილი ნაშრომების გამოქვეყნება,რაც საშუალებას გვაძლევს მეტ-ნაკლებად კარგად გავერკვეთ იმაში,თუ როგორ ფლობდა და ერკვეოდა ინკები მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს და ყველაზე ზუსტ მეცნიერებაში – მათემატიკაში.
ესპანელ იეზუიტ სასულიერო პირსა და ლინგვისტ-მკვლევარს – დიეგო გონსალეს ოლგინს (1560-1618 წლები),თავის დროზე შედგენილი აქვს კეჩუასა და ესპანური ენების ლექსიკონი,სადაც შესანიშნავად არის წარმოდგენილი კოლუბამდელი ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი იმპერიის წარმომადგენელთა მათემატიკური შესაძლებლობები (აღნიშნული ნაშორმი გამოქვეყნდა 1608 წელს).როგორც ირკვევა,ინკები კარგად ერკვეოდნენ მათემატიკასა და გემოეტრიაში.მათ შორის მრავალწახნაგა გეომეტრიულ ფიგურებში,დისკრეტულ ციფრებსა და სხვა მათემატიკურ სტრუქტურებში.მათემატიკური გამოთვლების სისტემით ფართოდ სარგებლობდნენ ინკი ფილოსოფოსები,ასტროლოგები და ასტრონომები,რომლებსაც – “ამაუტას” ანუ “ბრძენ ადამიანებს” უწოდებდნენ.გარდა ამაუტებისა,ანალოგიურ ხერხს მიმართავდნენ – იაჩაციკები (მასწავლებლები) და არავეკები (პოეტები).ანდების მთებში მაცხოვრებელი ხალხი,ბავშვებს მათემატიკას “ცოდნის სახლებში” (სკოლებში) პატარაობიდანვე ასწავლიდნენ.თუმცა აღნიშნული მეცნიერების შესწავლა არა მარტო ბავშვების,არამედ რიგი სახელმწიფო ჩინოვნიკებისა და იმპერიის მმართველების პრივილეგიასაც კი წარმოადგენდა.მათემატიკა ისწავლებოდა იმპერიის დედაქალაქ კუსკოში დაფუძნებულ უნივერსიტეტის მაგვარ დაწესებულებაში,რომელსაც – “მთავარი სკოლა” ეწოდებოდა.
XVI-XVI საუკუნეების ისტორიულ ქრონიკებში მოყვანილია ფაქტები ინკების მიერ ათწილადის მათემატიკური სისტემისა და უამრავი რიცხვების ერთეულების ცხრილების არსებობისა.მაგალითად ისეთებისა,როგორებიც არის:
1. ჩუნკა პაჩაკი – (იგივე – 1000-ს აღმნიშვნელი სიმბოლო);
2. პაჩაკ ჰუარანკა – (იგივე – ასი ათასი);
3. ჰუნუ – (იგივე – მილიონი);
4. იასკაი,კუიმზა,ტაჰუა,პიჩა ჰუნუ – (შესაბამისად,ორი,სამი,ოთხი და ხუთი მილიონი);
5. პაჩაკ ჰუნუ – (იგივე – ასი მილიონი);
6. ჰუარანკა ჰუნუ – (იგივე – მილიარდი);
7. ჩუნკა პაჩაკ ჰუარანკა ჰუნუ – (იგივე – ტრილიონი);
8. ჩუნკა ჰუნუი ჰუნუ – (იგივე – კვადრილიონი);
9. ჩუნკა პაჩაკ ჰუარანკა ჰუნუი ჰუნუ – (იგივე – კვინტილიონი);
10. იზკუნ ჩუნკა პაჩაკ ჰუარანკა ჰუნუი ჰუნუ – (იგივე – 9 კვინტილიონი).
მაშასადამე,გამოდის,რომ დღეისათვის ჩვენთვის ცნობილია ინკების მაქსიმალური რიცხვი,რომელიც – 9 კვინტილიონს შეადგენდა (მაიას ცივილიზაციის მათემატიკურ და კალენდარულ რიცხვებზე გაცილებით ნაკლები).გარდა ამისა,დიეგო გონსალეს ოლგინის ლექსიკონის მიხედვით ვასკვნით,რომ ინკებისათვის,ისევე როგორც ევროპელთათვის,ცნობილი იყო აღნიშნული ციფრების არსებობა.მიუხედავად იმისა,რომ გავრცელებული მონაცემების თანახმად,ამ ციფრებმა თავიანთი ოფიციალური სახელწოდებები სხვადასხვა საუკუნეებში მიიღეს (მაგალითად,ბილიონი და ტრილიონი ფრანგი მეცნიერის – ჟეან ადამის მიერ იქნა შემოღებული 1475 წელს,ხოლო ციფრები – კვადრილიონი,კვინტილიონი და სექსტილიონი ფრანგი მეცნიერის – ნიკოლა შიუკეს მიერ იქნა დამკვიდრებული 1488 წელს),მათი არსებობა ბევრად უფრო ადრეულ ეპოქებში დასტურდება.
რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ინკებისათვის ცნობილი იყო უსასრულობის აქსიომის დანიშნულებაც, და მათ გამოიყენებდნენ როგორც მათემატიკაში,ასევე ფილოსოფიაშიც.ზემოთ აღნიშნულიდან შესაძლოა გამოვიტანოთ დასკვნა,რომ ინკების იმპერიაში ეს უნიკალური მეცნიერება ფართოდ იყო გავრცელებული და შესანიშნავად ერკვეოდნენ კიდეც მასში. (ავტორი გენია.ჯი)