როდის მიეცათ პირველად მანდილოსნებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება?
პირველი ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა იმისა,რომ მანდილოსნებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება დართეს,დათარიღებულია 1718 წლით (ამ ეპოქას შვედეთის ისტორიაში “თავისუფლების ერად” მოიხსენიებენ). (ავტორი გენია.ჯი) შვედეთის მეფის კარლ XII-ს გარდაცვალების შემდეგ,სუსტი სქესის იმ წარმომადგენლებს,რომლებიც მამაკაცების მსგავსად სახელმწიფო ბიუჯეტში იხდიდნენ გადასხადებს,უფლება დართეს არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა.თუმცა,სკანდინავიურ სახელმწიფოში “თავისუფლების ერა” არც თუ ისე დიდხანს გაგრძელდა,რადგან 1772 წელს კარლ XIII-ის მიერ განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად,ქვეყანაში კვლავაც მონარქია იქნა აღდგენილი.ახალი კონსტიტუციის მიხედვით კი,შვედ მანდილოსნებს არა მარტო მრავალი სხვა უფლება შეუკვეცეს,არამედ არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც ჩამოართვეს.
1755 წელს კორსიკის რესპუბლიკის კონსტიტუციაში შესული იქნა დამატება,რომლის მიხედვითაც 25 წლის ზემოთ მყოფ მანდილოსნებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ენიჭებოდათ.თუმცა,კორსიკელმა ქალბატონებმა ეს უფლება 1769 წელს საფრანგეთის მიერ კორსიკის ოკუპაციის პერიოდში დაკარგეს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში,კერძოდ ნიუ-ჯერსის შტატში 1776 წელს,იმ ქალბატონებს რომელთაც გააჩნდათ კერძო საკუთრება,ქვეყნის ისტორიაში პირველად დართეს – არჩევნებში მონაწილეობის უფლება.თუმცა, 1809 წელს აღნიშნული გადაწყვეტილება რიგი მიზეზების გამო გაუქმებული იქნა.
XIX საუკუნის შუა ნახევარში ამა თუ იმ ფორმით ქალბატონების არჩევნებში მონაწილეობა დამკვიდრებული იქნა ბრიტანეთის ზღვის იქითა ტერიტორიაზე – პიტკერნის კუნზულებზე; გაბონში მდებარე ფრანგულ კოლონიალურ ქალაქ – ფრანსვილში; ავსტრალიაში; ახალ ზელანდიასა და ირლანდიის ზღვაში მდებარე – მენის კუნძულზე.თუმცა,მსოფლიო ისტორიაში პირველი სახელმწიფო,სადაც ქალბატონებს მამაკაცების თანაბარი საარჩევნო ხმის უფლება ოფიციალურად მიენიჭათ – ახალი ზელანდიაა.აღნიშნული ფაქტი დაფიქსირებული იქნა 1893 წელს. 1902 წელს კი მათ არა მარტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება,არამედ საკუთარი თავის კანდიდატებად წარდგენის უფლებაც დართეს.მიუხედავად ამისა,აბორიგენი ტომების მანდილოსნები ამ უფლებით სარგებლობაზე მაინც უარს აცხადებდნენ. (ავტორი გენია.ჯი)
პირველი ევროპული ქვეყანა,სადაც მანდილოსნებს 1906 წელს ოფიციალურად მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება,როგორც ამომრჩევლებსა და კანდიდატებს,გახლდათ – ფინეთი.პირველი საპარლამენტო სხდომა მსოფლიო ისტორიაში,რომლებშიც სუსტი სქესის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა 1907 წლის 25 მაისით თარიღდება და ამ ისტორიულ მოვლენას სათავე სწორედ ფინეთში ჩაეყარა.იმ პერიოდში ფინეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში 200 საპარლამენტო მანდატიდან – 19 მანდილოსნებს ხვდათ წილად. 1917 წელს აღნიშნული უფლება “ღვთის ამ საოცარ ქმნილებებს” ფინეთშიც შეუზღუდეს.თუმცა მალევე, 1913 წელს – ნორვეგიამ, 1915 წელს – დანიამ, 1918 წელს - კანადამ,გერმანიამ და პოლონეთმა, 1919 წელს – ნიდერლანდებმა, 1920 წელს აშშ-ის ყველა შტატმა, 1926 წელს დიდმა ბრიტანეთმა, 1930 წელს – თურქეთმა, 1944 წელს – საფრანგეთმა და 1945 წელს – იაპონიამ,ოფიციალურად დაუშვა მანდილოსნების არჩევნებში მონაწილეობა,როგორც ხმის უფლების სარგებლობით,ასევე თავიანთი კანდიდატურის წარდგენის უფლებით. (ავტორი გენია.ჯი)