ალბერტ აინშტაინი – “ეპიზოდი”
ერთ დღეს გენიალურ ფიზიკოს-თეორიტიკოსსა და “ფარდობითობის თეორიის” ავტორს – ალბერტ აინშტაინს,დიდმა ირლანდიელმა დრამატურგმა – ჯორჯ ბერნარდ შოუმ უთხრა:
- თქვენ რვა ადამიანი ხართ,მხოლოდ და მხოლოდ რვა ადამიანი!
აინშტაინი შოუს სიტყვების ღრმა შინაარს ვერ ჩასწვდა და ბერნარდს გაკვირვებულმა მიუგო: ვერ გავიგე,რომელ რვა ადამიანზე მესაუბრებითო.
- პითაგორა,კლაუდიუს პტოლემე,არისტოტელე,ნიკოლოზ კოპერნიკი,გალილეო გალილეი,იოჰანეს კეპლერი,ისააკ ნიუტონი და ალბერტ აინშტაინი! – მიუგო ღიმილით დიდმა ირლანდიელმა დრამატურგმა ალბერტს. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ფარდობითობის თეორიის მამა” – ალბერტ აინშტაინი სანამ მის რიგით პირველ მეუღლეზე – მილევა მარიჩზე (ეროვნებით სერბი) დაქორწინდებოდა,საცოლეს ულტიმატუმით სავსე წერილი გაუგზავნა:
“თუკი ჩემთან დაქორწინება გსურთ,მაშინ აუცილებლად უნდა დათანხმდეთ ჩემს შემდეგ მოთხოვნებს:
1. აუცილებლად უნდა იზრუნოთ ჩემს თეთრეულსა და ტანისამოსზე;
2. დღეში სამჯერ უნდა მომართვათ სადილი კაბინეტში;
3. ყოველთვის,როდესაც გთხოვ დატოვო ჩემი საძინებელი და კაბინეტი,დაუყონებლივ უნდა გახვიდეთ საძინებლიდან და კაბინეტიდან;
4. ყოველგვარი პროტესტის გარეშე შეასრულებთ ჩემს მოთხოვნებს;
5. არასოდეს ელოდოთ ჩემგან გამოვლენილ ელემენტალურ გრძნობასაც კი”.
P.S. ალბერტი და მილევა თანაქორწინებაში 1903 წლიდან 1914 წლამდე იმყოფებოდნენ.ჰყავდათ ორი ვაჟი – ჰანსი და ედვარდი.საბოლოოდ აინშტაინისა და მარიჩის წყვილმა 1919 წელს ოფიციალურად გააწერეს ხელი. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
ერთ დღეს ალბერტს თავისმა პატარა ვაჟმა ჰკითხა:
- მამა,რატომ ხარ ასეთი სახელოვანი?
- კარგად დაუკვირდი შვოლო,რასაც ახლა გეტყვი: როდესაც ბრმა ხოჭო ბურთის ზედაპირზე აცოცდება,ის ვერ ამჩნევს თუ როგორი გაღუნულია მის მიერ განვლილი გზა.მე კი პირიქით,ბედნიერება მხვდა წილად,რომ ეს მოვლენა შემემჩნია! – უპასუხა ალბერტმა ცნობისმოყვარე ვაჟს. (ავტორი გენია.ჯი)