დიმიტრი შოსტაკოვიჩის შესახებ…
დიმიტრი შოსტაკოვიჩი (1906-1975 წლები) – წარმოადგენდა იმ რუს კომპოზიტორს,რომელსაც ხშირად სდებდნენ ბრალს საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობასა და “ტოტალიტარული რეჟიმის” მიერ შეკვეთილი მუსიკალური ნაწარმოებების დაწერაში.გარკვეულწილად ეს მართალიც არის,რადგან მას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოუწია ხელისუფლების შეკვეთების შესრულება.თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ იძულებით,რადგან იმ ნაწარმოებებს,რომლებსაც მხოლოდ ფაშისტური ტოტალიტარული რეჟიმის საწინააღმდეგო ქმნილებებად მიიჩნევდნენ საბჭოთა კავშირში,თავად შოსტაკოვიჩი ბევრად უფრო ფართო დანიშნულებას ანიჭებდა და შეფარულად,მაგრამ მაინც აღიარებდა,რომ ისინი მსოფლიოში გაბატონებული ყველა ტოტალიტარული რეჟიმების წინააღმდეგ იყო მიმართული, და რაღა თქმა უნდა ამაში საბჭოთა კავშირსაც გულისხმობდა. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ დიმიტრი შოსტაკოვიჩის რიგი მუსიკალური ნაწარმოებების ხმა, 1942-1943 წლებში აშშ-ში 65-ჯერ გაისმა სხავადასხვა საკონცერტო დარბაზებში.ასეთი შედეგით კი ბევრი დიდი კომპოზიტორიც ვერ დაიკვეხნიდა.სწორედ აღნიშნულ პერიოდში გამოსახა საყოველთაოდ ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა – “ტაიმმა” შოსტაკოვიჩის პორტრეტი თავისი ჟურნალის გარეკანზე.თუმცა სურათზე იგი მეხანძრის ჩაფხუტით იქნა გამოსახული,რაც ფაშისტურ რეჟიმთან ბრძოლის სიმბოლოსთან გაიგივდა.
როგორც შოსტაკოვიჩის უახლოესი ადამიანები ირწმუნებოდნენ,ერთი პერიოდის მანძილზე,დიმიტრის იმდენად დაძაბული ურთიერთობა ჰქონია ქვეყნის ხელისუფლებასთან,რომ მუდმივად დაჭერის შიშის ქვეშ უწევდა ცხოვრება.მათივე ცნობით,კომპოზიტორს სახლში ყოველთვის გამზადებული ჰქონია ტანსაცმელებითა და სხვა აუცილებელი პირადი ნივთებით სავსე ჩემოდანი იმ შემთხვევისათვის,თუ მის დასაკავებლად მივიდოდნენ.წითელ იმპერიაში განხორციელებული რეპრესიების შედეგად შუა აზიაში გადასახლებული იქნა დიმიტრის და,ხოლო მეუღლე – ნინა ვარზარი კი დააკავეს.გარდა ამისა,ყარაგანდაში გადასახლებული იქნა შოსტაკოვიჩის სიდედრი,დააპატიმრეს და დახვრიტეს მისი უამრავი მეგობარი.შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიტში (NKVD) შედგენილ სპეციალურ სიაში კი შოსტაკოვიჩს სულაც – “ტროცკისტად” მოიხსენიებდნენ.ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე,ალბათ წარმოუდგენელია ვიფიქროთ ის,რომ კომპოზიტორი საბჭოთა რეჟიმის მოყვარული და გულშემატკივარი იყო. (ავტორი გენია.ჯი) 1936 წელს შოსტაკოვიჩმა წარმოადგინა ერთ-ერთი ოპერა,რომელიც სტალინს არ მოეწონა და მას – “დაბნეული მუსიკალური ნაწარმოები” უწოდა.ეს კი კომპოზიტორისათვის განაჩენის ტოლფასი მოვლენა გახლდათ.საბჭოთა კავშირის მასშტაბით დაიწყო დიმიტრის საშინელი და აღვირახსნილი კრიტიკა,რასაც თან დაერთო მარშალ ტუხაჩევსკისთან ერთად სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულების ორგანიზების ბრალდებებიც.თუმცა,მისდა საბედნიეროდ შოსტაკოვიჩი დაკავებას სასწაულებრივად გადაურჩა (მკვლევარების მოსაზრებით,იგი საერთაშორისო ავტორიტეტმა იხსნა).
1942 წელს ბელადმა გადაწყვიტა,რომ ქვეყანას ახალი ჰიმნი ესაჭიროებოდა.გამოცხადდა კონკურსი,რომელშიც მონაწილეობა მიაღებინეს შემდეგ კომპოზიტორებს – დიმიტრი შოსტაკოვიჩს,არამ ხაჩატურიანსა და ალექსანდრე ალექსანდროვს.შოსტაკოვიჩი ვარაუდობდა,რომ თუკი მის მიერ დაწერილი ჰიმნი გაიმარჯვებდა კონკურსში,ეს მას საშუალებას მისცემდა თავი დაეღწია რეპრესიებისათვის.სტალინმა განაცხადა,რომ დიმიტრისა და ხაჩატურიანის მიერ შექმნილი ჰიმნები ცუდი არ იყო,თუმცა უმჯობესი გახლდათ მათ ერთობლივად შეექმნათ იგი.შოსტაკოვიჩმა და ხაჩატურიანმა მთელი თავიანთი ძალისხმევა და ტალანტი ჩადეს ახალი ჰიმნის დაწერაში და ვარაუდობდნენ,რომ გაიმარჯვებდნენ კიდეც.თუმცა სტალინმა,რომლისთვისაც ცინიზმი ერთობ დამახასიათებელი თვისება იყო,მათი კოლოსალური შრომა წყალში გადაყარა და უპირატესობა ალექსანდროვის მიერ დაწერილ ჰიმნს მიანიჭა.
დიმიტრი დიდი ხნის მანძილზე მაქსიმალურად არიდებდა თავს “კომუნისტურ პარტიაში” გაწევრიანებას,რასაც ხშირად აძახებდნენ კიდეც კომპოზიტორს.საბოლოო ჯამში მას “პარტბილეთი” სახლში მიუტანეს.როგორც დიმიტრის ვაჟი მოგვიანებით იხსენებდა,მან მამის თვალზე ცრემლი სულ ორჯერ იხილა ცხოვრებაში: პირველად მაშინ,როდესაც დედა (დიმიტრი შოსტაკოვიჩის მეუღლე) გარდაეცვალა და მეორედ,როდესაც “პარტბილეთი” მიუტანეს მამამის სახლში.
დიმიტრი შოსტაკოვიჩი გარდაიცვალა 1975 წლის 9 აგვისტოს – მოსკოვში.დაკრძალული იქნა მოსკოვში მდებარე ნოვოდევიჩიეს ცნობილ სასაფლაოზე.თავისი ცხოვრების განმავლობაში კომპოზიტორმა დაწერა 15 სიმფონია და სხვა უამრავი მუსიკალური კომპოზიციები,რომლებიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობენ და კლასიკური მუსიკის მოყვარულებში. (ავტორი გენია.ჯი)
დიმიტრი შოსტაკოვიჩი ჟურნალ “ტაიმის” გარეკანზე