ნიკო სამადაშვილი – “ხე ეკლესიის მათხოვარს ჰგავდა”

ხე ეკლესიის მათხოვარს ჰგავდა,

თითქოს გულს ქრისტემ ხელი დარია,

შენი ფიქრების ჩრდილთა გოგმანი

მტრედის სიზმარში მომიპარია.

* * *

რომ ფოთლებიდან მეცქირა დიდხანს,

როგორ მალავდა ცრემლს მეგობარი,

და დამელია ბნელ ლუდხანაში

ჩემი ცხოვრების შესანდობარი.

კომენტარის დატოვება