კარელ ჩაპეკი – “ეპიზოდი”
1938 წლის 25 დეკემბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ორივე ფილტვის ანთების შედეგად გარდაიცვალა თავისი ანტიფაშისტური ხედვებით სახელგანთქმული უდიდესი ჩეხი ფანტასტი-მწერალი,პროზაიკოსი და დრამატურგი - კარელ ჩაპეკი (1890-1938 წლები).აღნიშნული დაავადება ჩაპეკს,ფაშისტური გერმანიის მიერ ჩეხეთის სრულ ოკუპაციამდე განხორციელებულ პერიოდში მომხდარი წყალდიდობის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს დაემართა და მას შემდეგ იგი აღარც გამოჯანმრთელებულა.კარელის გარდაცვალებას არა მარტო თავისი თანამემამულეები გლოვობდნენ,არამედ სხვა ქვეყნის ლიტერატორებიც დიდად განიცდიდნენ.მათ შორის ჩაპეკის სიკვდილმა ყველაზე დამთრგუნველად მაინც მისივე უახლოეს მეგობარზე,გენიალურ ირლანდიელ დრამატურგსა და მწერალზე – ჯორჯ ბერნარდ შოუზე იმოქმედა.სრულ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი მწერალი,რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გლოვობდა თავისი მეგობრის ნაადრევ სიკვდილს,წერდა:
“რატომ მე არ მოვკვდი მის ნაცვლად! რაოდენ სამწუხაროა,რომ ეს უდიდესი ტალანტის მქონე მწერალი ასე უდროოდ წავიდა ამქვეყნიდან!.. მის დაკარგვას ვგრძნობ არა მარტო მე,მისი უახლოესი მეგობარი,არამედ იგრძნობს ჩეხოსლოვაკია და მთელი მსოფლიო,რომელსაც თავისი რომანებითა და პიესებით უამრავი სიხარული აჩუქა”. (ავტორი გენია.ჯი)