ფიდელ კასტროს საოცარი გადაწყვეტილება…

როგორც ცნობილია,კუბის რევოლუციის ლიდერი და ექს პრეზიდენტი – ფიდელ ალეხანდრო კასოტრო რუსი იუმორის განსაკუთრებული გრძნობით არის დაჯილდოვებული.ამ დიდებულ თვისებას იგი არც პოლიტიკაში ჰკარგავს და მის სახელთან მრავალი ისეთი საინტერესო ისტორიაც არის აკავშირებული,სადაც ფიდელის იუმორისტული თვისებები განსაკუთრებით კარგად არის წარმოჩინებული.მის მიერ განხორციელებული “შავი იუმორის” მქონე ქმედებას კი შეიძლება ითქვას,რომ მსოფლიო პოლიტიკაში ანალოგი ნამდვილად არ მოეძებნება:

“ცივი ომის” მძვინვარების პერიოდში კუბის რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის იმდენად დაიძაბა ვითარება,რომ კაცობრიობა – მესამე მსოფლიო ომის წინაშე აღმოჩნდა.აშშ-ი კუბის ლიდერს დიქტატორს უწოდებდა და ამის დასადასტურებლად ცდილობდა,რომ მისთვის ისეთი სახის დარტყმა მიეყენებინა,რომელიც კასტროს დიქტატორულ თვისებებს საერთაშორიოსო არენაზე თვალნათლივ გამოაჩენდა.ამერიკელები ირწმუნებოდნენ,რომ კუბაზე მაცხოვრებელი მოსახლეობის უფლებები ფიდელის სასტიკი რეჟიმის ფეხ-ქვეშ იყო გათელილი. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამიტომ გადაწტვიტა აშშ-ის ხელისუფლებამ,რომ იმ კუბელ მოქალაქეებს,რომლებსაც კასტროს რეჟიმისაგან თავის დაღწევისა და ქვეყნიდან წასვლის სურვილი გაუჩნდებოდათ,დიდი სიამოვნებით მიიღებდნენ საკუთარ ქვეყანაში… მათი გათვლებით,რაც მეტი კუბელი გადაწყვეტდა ქვეყნის დატოვებას,მით მეტად შეილახებოდა ფიდელის საერთაშორისო იმიჯი და აშშ-ის ქმედებაც ჰუმანურ აქტად შეფასდებოდა.აღნიშნული ინფორმაცია მალევე გახდა ცნობილი კასტროსათვისაც, და გამოიტანა კიდეც ისეთი გამაოგნებელი და “შავი იუმორით” გაჯერებული გადაწყვეტილება,რომელმაც შოკში და საგონებელში ჩააგდო არა მარტო აშშ-ის ხელისუფლება,არამედ მსოფლიოც კი.კერძოდ,მისი ბრძანებით კუბის ციხეებიდან განთავისუფლებული იქნენ ის საშიში ბოროტმოქმედები,რომელთაც რაღა თქმა უნდა საპყრობილეში წლობით ჯდომას აშშ-ი დეპორტაცია არჩიეს.ყოველივე ამის შემდგომ კი,”თავისუფლების კუნძულიდან” ამერიკისაკენ დაიძრა კუბელი ბოროტმოქმედებით დატვირთული რამდენიმე ხომალდი… (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>