ივანე ბუნინი – “ეპიზოდი”

ლიტერატურაში პირველი რუსი ნობელიანტი მწერლის – ივანე ბუნინის (1870-1953 წლები) მემამულე მამა – ალექსეი ბუნინი,მისი თანამედროვეების გადმოცემის თანახმად ნადირობისა და სიმღერების განსაკუთრებული მოყვარული იყო.იგი ხშირად დადიოდა სანადიროდ და არა ერთხელ უნახავთ თუ როგორ შესანიშნავად ასრულებდა გიტარაზე ძველ რომანსებს.თუმცა,ამ თვისებების გარდა იგი გახლდათ ერთობ აზარტული ბანქოს მოთამაშე და ღვინის დიდი თაყვანისმცემელი კაციც,რამაც მისი მდიდარი ოჯახი სრულ გაბანკროტებამდე მიიყვანა. (ავტორი გენია.ჯი) ალექსეიმ ჯერ საკუთარი ავლა-დიდება გაანიავა,ხოლო შემდგომ მისი მეუღლის – ლუდმილა ჩუბაროვას პირადი ქონებაც ზედ მიაყოლა.მისმა ასეთმა ქმედებამ ოჯახში დიდი დავა გამოიწვია.ივანე იძულებული გახდა,გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო გიმნაზიაში სწავლა შეეწყვიტა და განათლების მიღება სახლში განეგრძო.მიუხედავად ასეთი უარყოფითი თვისებებისა,ალექსეი თავისი მხიარული და კეთილი ხასიათის გამო ხალხს მაინც ძალიან უყვარდა.

1917 წელს რუსეთში განვითარებული რევოლუციის შემდეგ,რომელსაც მწერალი მხარს არ უჭერდა,იგი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა.თუმცა მანამდე, 1899 წელს იქორწინა ანა ცაკნიზე,რომელთან თანაცხოვრებაში ერთი ვაჟი შეეძინა.საუბედუროდ, 1905 წელს ხუთი წლის ასაკში მყოფი პატარა გარდაიცვალა და მას შემდეგ ბუნინების წყვილს შვილი აღარ შეძენიათ.სწორედ პარიზში ცხოვრების დროს დაწერა ივანე ბუნინმა მისი საუკეთესო ნაწარმოებები – “არსენიევის ცხოვრება”,”მზის დარტყმა” და “მიტიას სიყვარული”. 1933 წელს ივანე ბუნინს ნობელის კომიტეტმა “ნობელის პრემია” მიანიჭა ლიტერატურის დარგში.როგორც ცნობილია,ნობელის პრემიასთან ერთად,ლაურეატს საკმაოდ სოლიდური თანხაც გადაეცემა ჯილდოდ.გამონაკლისი არც ივანე ბუნინი ყოფილა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა სწორედ ამ დროს გამოავლინა მან ის თვისებები,რითაც ოდესღაც მამამისი – ალექსეი გამოირჩეოდა.შვედეთიდან საფრანგეთში ფულით დაბრუნებულმა ბუნინმა რეგულარული დღესასწაულების აღნიშვნა დაიწყო.გარდა ამისა ეხმარებოდა რუს ემიგრანტებს,რომლებიც სამშობლოდან კომუნისტურ რეჟიმს გამოექცნენ და გარკვეული თანხა ჩადო მეტად ავანტურისტულ  და საეჭვო საქმეში.საფრანგეთში მაცხოვრებელი რუსი ლიტერატორი და მემუარისტი ქალი – ზინაიდა შახოვსკაია,რომელიც თვითმხილველი იყო ბუნინის მიერ ფულის უყაირათოდ ხარჯვისა,წერდა: “საფრანგეთში დაბრუნებული ივანე ფულს საერთოდ არ ითვლიდა… დაიწყო მასობრივი დროსტარებები,ემიგრანტებზე ფულადი დახმარებების და სხვადასხვა ორგანიზაციებზე შემოწირულობების გაცემები.საბოლოოდ,რამდენიმე “კეთილისმსურველის” რჩევით დარჩენილი თანხა რაღაც “წაუგებელ საქმეში” ჩადო და დარჩა კიდეც აბსოლუტურად გაბანკროტებული.ისე ჩანდა,რომ ბუნინმა ფულის თვლა საერთოდ არ იცოდა”.

სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე ივანე ძალიან ავადმყოფობდა.მიუხედავად ამისა,მას ლიტერატურული მოღვაწეობა მაინც არ შეუწყვეტია. 1953 წლის 8 ნოემბრის გამთენიისას პარიზში მყოფი – ივანე ბუნინი ძილში გარდაიცვალა.როგორც თვითმხილველები ამბობენ,გარდაცვლილს საწოლში ლევ ტოლსტოის დიდებული რომანი – “აღდგომა” აღმოაჩნდა. (ავტორი გენია.ჯი)

ალექსეი ბუნინი (ივანე ბუნინის მამა)

ლუდმილა ჩუბაროვა (ივანე ბუნინის დედა)

ზინაიდა შახოვსკაია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>