სტალინი ლენინთან პირველი შეხვედრის შემდეგ წერდა…

“მეგონა,რომ ჩვენი პარტიის მთის არწივს – როგორც ფიზიკურად,ასევე პოლიტიკურად ძლიერ,მაღალ კაცს ვიხილავდი.ლენინი წარმომედგინა გიგანტად.ვფიქრობდი,რომ იყო დიდებული და შთამბეჭდავი კაცი.რას ვიფიქრებდი,რომ ამის ნაცვლად ვიხილავდი სრულიად ორდინალურ,საშუალოზე დაბალ ადამიანს,რომელიც არაფრით განსხვავდებოდა ჩვეულებრივი მოკვდავისაგან… როგორც წესი,ღვაწლმოსილი ადამიანი კრებაზე დაგვიანებით მიდის ხოლმე,რომ მის გამოჩენას დარბაზი სულგანაბული ელოდოს.დარბაზში შესვლამდე ირგვლივ ჩურჩულებენ ხოლმე: “ყურადღება… სიჩუმე… მოდის”.რიტუალი არ მეჩვენება ზედმეტად,რადგან იგი ქმნის პატივისცემის განწყობას.წარმოიდგინეთ,რაოდენ იმედგაცრუებული დავრჩებოდი,როდესაც ყრილობაზე ლენინი სხვა დელეგატებზე ადრე გამოცხადდა,სადღაც კუთხეში მოკალათდა და ჩაება დისკუშიაში რიგით დელეგატებთან”. (ავტორი გენიაჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>