ლეონარდო და ვინჩი – “ეპიზოდი”
აღორძინების ხანის გენიალურ იტალიელ არქიტექტორს,გამომგონებელს,მხატვარსა და მოქანდაკეს – ლეონარდო და ვინჩის (1452-1519 წლები),მეტად დაძაბული ურთიერთობა გააჩნდა ვირტუოზ იტალიელ მოქანდაკესა და მხატვართან – მიქელანჯელო ბუონაროტისთან.საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ ბუონაროტი და ვინჩის მხატვრად საერთოდ არ აღიარებდა და ამტკიცებდა,რომ მის მოსამსახურეებს გაცილებით მეტი ესმოდათ სახვითი და სკულპტურული ხელოვნებისა,ვიდრე თავად ლეონარდოს.დიდი იტალიელი მათემატიკოსი,ინჟინერი და ფილოსოფოსი – ჯეროლამო კარდანო კი და ვინჩის,როგორც მხატვარს ხოტბას ასხამდა,თუმცა,როგორც გამომგონებელსა და მეცნიერს – არ აღიარებდა. (ავტორი გენია.ჯი) და ეს მაშინ,როდესაც და ვინჩის მიერ იქნა გამოგონებული პირველი ვერტმფრენის,პარაშუტის,ტანკის,ტოქსიკური აირის,გამადიდებელი შუშის,საფეიქრო დანადგარების,საქსოვი დაზგის,ძლიერი ამწეების,სკაფანდრის,წყალქვესა ნავის,ველოსიპედისა და სხვა კაცობრიობისათვის უმნიშვნელოვანესი მოწყობილობების პროტოტიპები.გასაგებია,რომ მიქელანჯელო ლეონარდოს ერთ-ერთ უმთავრეს კონკურენტად აღიქვამდა თავის სფეროში და სწორედ ამიტომ არ სწყალობდა მას,მაგრამ გაუგებარია კარდანოს დამოკიდებულება და ვინჩისადმი.როგორც მკვლევარები ვარაუდობენ,ჯეროლიმოს შეხედულება ლეონარდოსადმი გამოწვეული გახლვათ იმით,რომ გენიალურმა და ვინჩიმ საკუთარ სიცოცხლეში ვერც ერთი თავისი პროექტის სრულყოფილად განხორციელება ვერ მოახერხა.სამაგიეროდ,მისი გარდაცვალების შემდგომ ლეონარდოს უნიკალურმა გამოგონებებმა და პროექტებმა კაცობრიობის უდიდესი ყურადღება მიიპყრო და სათანადოდაც დააფასა.
საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ პირველი ადამიანი,რომელმაც 1502 წელს ბოსფორის დიდებულ სრუტეზე (თანამედროვე სტამბოლში) ხიდის გადება ოსმალეთის სულთანს – ბაიაზიდ II-ს შესთავაზა,სწორედ და ვინჩი იყო.მის მიერ დაპროექტებული ხიდის სიგრძე 240 მეტრს შეადგენდა,თუმცა სულთანმა გენიოსის პროექტი დაიწუნა და მის განხორციელებაზეც უარი განაცხადა.ამ ფაქტის შემდგომ სრული 500 წელიწადი გავიდა… ლეონარდოს დაპროექტებული ხიდის ნიმუში საბედნიეროდ,დროის სწრაფ და დაუნდობელ დინებას გადაურჩა. 2001 წელს ნორვეგიულ ქალაქ ასში აიგო ლეონარდოს პროექტის მიხედვით 110 მეტრის სიგრძისა და 6 მეტრი სიმაღლის მქონე ხიდი,რომლის ულამაზესმა ესთეტიკურმა იერმაც უმალვე მოუტანა მას პოპულარობა და ქალაქის ერთ-ერთ უმთავრეს ღირშესანიშნაობადაც აქცია (აღნიშნული ხიდი განკუთვნილია ფეხით მოსიარულეებისა და ველოსიპედებით მოსარგებლეებისათვის). (ავტორი გენია.ჯი)
თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად,გარდაცვალების წინ ლეონარდომ თავისთან მიიწვია სასულიერო პირი,რომელსაც თვალცრემლიანმა განუცხადა: “თავს ისე ვგრძნობ,როგორც წყალი მდინარეში… მე სიკვდილის მდინარება წამიღებს”. (ავტორი გენია.ჯი)
მიქელანჯელო ბუონაროტი
ჯეროლამო კარდანო
ლეონარდო და ვინჩის პროექტით აგებული ხიდი ნორვეგიის ქალაქ ასში