ჰაფეზ ალ-ასადის შესახებ…
ერთ-ერთი შესანიშნავი ფრთიანი გამონათქვამი: “რაც ეპატიება იუპიტერს,არ ეპატიება ხარს”, – მსოფლიო პოლიტიკაში ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ცნებად მიიჩნევა,რადგან “მსოფლიოს მამებისათვის” იმას კი არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა თუ როგორი სასტიკი რეპრესიების პირობებში აცხოვრებს ესა თუ ის დიქტატორი მმართველი საკუთარ ხალხსს,არამედ იმას,რომ იგი იმავე “მსოფლიო მამების” ყურმოჭრილი მონა იყოს და აღასრულოს ის,რაც მათთვის არის მისაღები.ამას ადასტურებს ლეგენდარული ფრანკლინ დელანო რუზველტის მიერ ნიკარაგუის ოდიოზური დიქტატორის – ანასტაზიოს სამოსა გარსიას მიმართ წარმოთქმული საყოველთაოდ ცნობილი აპოკრიფიც: “სამოსა შეიძლება ძაღლიშვილია,მაგრამ ის ჩვენი ძაღლიშვილია”.ერაყის აწ გარდაცვლილი პრეზიდენტი – სადამ ჰუსეინი რომ დიქტატორი იყო – ფაქტია. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ეს ფაქტი მანამ არ “გახსენებია” არავის,სანამ “მსოფლიო მამების” საწინააღმდეგო კამპანიაში არ ჩაერთო,რაც არ ეპატია და რამაც საბოლოოდ გაანადგურა კიდეც იგი (ჩამოახრჩვეს).სამწუხაროდ,ასეთი მაგალითების ჩამოთვლა მრავლად არის შესაძლებელი.აღნიშნულ პოსტში თქვენს ყურადღებას გავამახვილებ სირიის აწ გარდაცვლილ დიქტატორული თვისებებით “დაჯილდოვებულ” პრეზიდენტზე - ჰაფეზ ალ-ასადზე (1930-2000 წლები),რომლის ვაჟი – ბაშარ ასადი დღეს იმავე ქვეყნის მმართველია.გასათვალისწინებელია ის ფაქტი,რომ ისრაელთან წარმართულ ექვსდღიან ომში სამარცხვინო მარცხისას,ჰაფეზს სირიის თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა და შესაბამისად,პასუხისმგებლობაც მას უნდა აეღო.თუმცა მან მარცხში დამნაშავედ სხვა სირიელი გენერლები სცნო და 1970 წელს ჰაზეფმა სირიის ხელისუფლის სალაჰ ჯადიდის რეჟიმი დაამხო კიდეც.მისი მმართველობა იმთავითვე დიქტატურაზე იყო დამყარებული.მის მიერ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობები ებოძათ ალაუიტებს (ისლამურ რელიგიაში შიიტური მიმართულების მქონე ეზოთერული ფრთის წარმომადგენლები),რომლის მიმდევარიც თავად გახლდათ.სირიის მორჩილმა პარლამენტმა ასადს “მებრძოლი-პრეზიდენტისა” და “ფელდმარშლის” ტიტული უბოძა და ეს მაშინ,როდესაც ის ყველანაირად არიდებდა თავს ისრაელთან კონფლიქტში ჩაბმას.მისმა რიგმა გადაწყვეტილებებმა და ქმედებებმა სირიაში სერიოზული დესტაბილიზაცია გამოიწვია.მაგრამ,”მსოფლიო მამების” მხარდაჭერით დაიმედებული ასადი საკუთარი მოსახლეობის მიმართ განხორციელებულ ძალადობას არ შეუშინებია.აკი ერთ დღეს განუცხადა კიდეც საკუთარი მინისტრთა კაბინეტის წევრებს: “მნიშვნელოვანი არ არის რა გადაწყვეტილებებს როგორ ვიღებ.მნიშვნელოვანია,სირიელი ხალხი და დასავლეთი შეეგუოს იმ ასადს,რომელიც ყველას მოსწონს და ყველას სჭირდებაო”.
1982 წელს სირიაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ გამოვიდა “ძმები მუსლიმანები”,რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მხოლოდ ალაუიტების დანიშვნას.”არაბ ბისმარკად” წოდებულმა ასადმა კი აღნიშნული საკითხის ირგვლივ შემდეგი სიტყვა წარმოთქვა: “მოვიდა დრო: ან ისინი ჩვენ – ან ჩვენ მათ”. და დაიწყო კიდეც ჰაფეზის ბრძანებით ქალაქ ჰამას საშინელი შტურმი,სადაც განთავსებული იყო “ძმები მუსლმანების” მთავარი შტაბ-ბინა. (ავტორი გენია.ჯი) ერთ თვიანი ალყის შემდეგ,ასადის არმიამ ძლიერი საარტილერიო მხარდაჭერის შედეგად “საკუთარი ქალაქი” ჰამა აიღო.ქალაქის შტურმს საბოლოო ჯამში 20 000 მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა.მათ შორის,საუბედუროდ, 4 000 ბავშვი. 800 000 სირიელი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და ემიგრაციაში წასულიყო…
დასავლეთი მიიჩნევდა,რომ სირიელი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა ჰაფეზის მმართველობის პერიოდში საგრძნობლად გაუმჯობსდა, და ეს მაშინ,როდესაც სტატისტიკოსების მონაცემების თანახმად,იმ პერიოდის მსოფლიოში არსებული 160 ქვეყნიდან მას ეკონომიკური მაჩვენებლებით მხოლოდ ასმეათე ადგილი ეკავა.
თუკი სადამ ჰუსეინს ოფიციალური ბრალი 1980 წელს ჩადენილ 5 000 ადამიანის მკვლელობაში დასდეს და – ჩამოახრჩვეს,ჰაფეზ ალ-ასადს,რომელმაც თავისი მოსახლეობის ნამდვილი გენოციდი მოაწყო და 20 000 ადამიანი გაისტუმრა იმიერში – “ყველაფერი დიდსულოვნად ეპატია”.ამის მიზეზი კი გახლდათ არა მარტო “მსოფლიო მამების” მიერ დადგენილი პოლიტიკის გატარება,არამედ ქვეყნის უდიდესი სიმდიდრის – ნავთობის “მსოფლიო მამებისათვის” ხელში ჩაგდებაც.სწორედ ამიტომ აჰყავდათ იგი ქებით ცაში რიგ დასავლელ პოლიტიკოსებს.მაგალითად,აშშ-ის პრეზიდენტმა ნიქსონმა ჰაფეზს – “გენიოსი” უწოდა,სხვებმა კი – “შესანიშნავი ადამიანი” და “ახლო აღმოსავლეთის ყველაზე საინტერესო პიროვნება”.ნიშანდობლივია,რომ ამ დროს არავის გახსენებია ის 20 000 უდანაშაულო ადამიანი (მათ შოპრის 4 000 უმანკო ბავშვი),რომლებიც ასადის პირადი ბრძანების საფუძველზე იქნენ განადგურებულნი.
აქედან გამომდინარე,ზემოაღნიშნული აპოკრიფი,მართლაც რომ ჭეშმარიტებას ღაღადებს : – “რაც ეპატიება იუპიტერს,არ ეპატიება ხარს”. (ავტორი გენია.ჯი)