მუსტაფა ქემალ ათათურქის შესახებ…

თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა ერთ დღეს გამოსცეს იუმორისტული ჟურნალი,რომელშიც ასეთი რამ ეწერა: “ვინ არის თურქეთის მოქალაქე? – თურქეთის მოქალაქეა ის ადამიანი,რომელიც ქორწინდება შვეიცარიული სამოქალაქო სამართლით,სამართლდება გერმანული პროცესუალური კოდექსით,ისჯება იტალიური სისხლის სამართლის კოდექსით,მართავენ ფრანგული ადმინისტრაციული სამართლით და ასაფლავებენ ისლამის კანონებით”.ეს “იუმორისტული” ნაკვესი კარგად ასახავს თურქთა იმ მდგომარეობას,რომელიც მუსტაფა ქემალ ათათურქის (1881-1938 წლები) ხელისუფლებაში მოსვლის დროს სუფევდა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამიტომ გადაწყვიტა თანამედროვე თურქული სახელმწიფოს ფუძემდებელმა ქვეყანაში ისეთი უმნიშვნელოვანესი რეფორმების ჩატარება,რომელიც მის სამშობლოს სრულიად ახალი რეალიების წინაშე დააყენებდა.როგორც ისტორიკოსები ირწმუნებიან,საბერძნეთის ქალაქ სალონიკში დაბადებული ათათურქის (იგივე – გაზი მუსტავა ქემალ-ფაშას) უმთავრეს მიზანს,თურქეთის ევროპული ყაიდის სახელმწიფოდ ქცევა წარმოადგენდა და დაიწყო იმ ტრადიციების წინააღმდეგ გამოსვლა,რომლებიც თურქეთს – “ევროპულ ფანჯარაში” გახედვაში უშლიდა ხელს: თურქ მანდილოსნებს აუკრძალა ტრადიციული თავსაბურავის – ფესკას ტარება.ათათურქმა აღნიშნული საკითხის შესახებ განაცხადა: “ფესკა წარმოადგენს პროგრესისა და ცივილიზაციის წინააღმდეგ მიმართულ გულგრილობის,ფანატიზმისა და სიძულვილის დამახასიათებელ სიმბოლოს”; თურქ მანდილოსნებს ასევე აეკრძალათ ჩადრის ტარება.”ქალის მიერ სახის დამალვა ჩვენს ერს სასაცილო მდგომარეობაში აგდეს”, – ამბობდა დიდი რეფორმატორი; თურქეთი მოქალაქეებისათვის დაამკვიდრა გვარის მიღების აუცილებლობა და მათ არ შეუზღუდა უფლება აეღოთ ის გვარები,რომელსაც მოისურვებდნენ.ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ მრავალმა თურქმა მეტად უცნაური გვარი შეარჩია. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად,თუკი ვინმე ისმაილი პროფესიით ფოსტალიონი იყო,მას შეეძლო გვარად – ფოსტალიონი მიეღო (ასევე იყო სხვა პროფესიების შემთხვევაშიც).გარდა ამისა,თურქები თავადაც ირჩევდნენ ისეთ გვარებს,როგორებიცაა – კეთილი,გონიერი,თავაზიანი,ლამაზი და სხვა (ცნობისათვის,თურქეთის ექს პრეზიდენტის – სულეიმან დემირელის გვარი ითარგმნებოდა,როგორც – “რკინის ხელი”); მან ევროპული საკანონმდებლო ბაზის გათვალისწინებით შექმნა სრულიად ახალი კანონმდებლობა; იმდენად წარმატებული რეფორმები განახორციელა ეკონომიკაში,რომ ახლად დაფუძნებული თურქეთის რესპუბლიკის ეკონომიკა 1930-ან წლებში მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებდა ეკონომიკური განვითარების ტემპებით (ამბობენ,რომ ათათურქის მიერ გატარებული შესანიშნავი ეკონომიკური რეფორმებით ბევრი ევროპული სახელმწიფოც კი ვერ დაიტრაბახებდა); ქვეყნის მოსახელობა აიძულა მხოლოდ ადგილობრივ ფაბრიკებში დამზადებული ტანისამოსით ესარგებლათ; მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილ და უნიკალურ ქრისტიანულ ტაძარში – “აია-სოფიაში” გააუქმა მუსლიმანური სამლოცველო და იგი მუზეუმად აქცია; ჩაატარა მეტად წარმატებული საგანმანათლებლო რეფორმა; ფეხზე დააყენა სოფლის მეურნეობა და მრეწველობა; ქვეყნის დედაქალაქად აქცია ქალაქი ანკარა,სადაც უძველეს ეპოქებში ხეთების სამეფო მდებარეობდა.მისივე ინიციატივით,ანკარაში გახსნილი იქნა ხეთური კულტურის შესანიშნავი მუზეუმი (აცხადებდა,რომ თურქეთის რესპუბლიკის უმთავრეს საფუძველს – კულტურა წარმოადგენდა) და ასე შემდეგ…

მუსტაფა ქემალ ათათურქს ძალიან დიდი ძალისხმევა და ხშირ შემთხვევაში ხისტი ქმედებების განხორციელება მოუწია იმისათვის,რომ თავისი ქვეყანა ცივილიზაციის დინებას არ ჩამორჩენოდა, და ამას მიაღწია კიდეც.სწორედ ამიტომ უწოდებენ უდიდეს თურქ რეფორმატორს – “თურქთა მამას” და სწორედ ამიტომ მიაგებენ თურქეთის რესპუბლიკაში განუზომლად დიდ პატივს მის ხსოვნას დღემდე. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>