ონორე დე ბალზაკი – “ეპიზოდი”
გენიალური ფრანგი მწერალი და ევროპულ ლიტერატურაში რეალიზმის ფუძემდებელი – ონორე დე ბალზაკი (1799-1850 წლები),განსაკუთრებულად სწრაფი წერის სტილით გამოირჩეოდა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ,როდესაც ბალზაკი რომელიმე ნაწარმოებზე მუშაობას დაიწყებდა,იგი ამ დროს არასოდეს გამოიყენებდა ეგრეთ წოდებულ “შავ ფურცლებს”.იმ შემთხვევაში თუ მწერალს მის მიერ დაწერილი ტექსტის გადამოწმებისას რაიმე არ მოეწონებოდა,მასში არანაირი შესწორება არ შეჰქონდა და ასეთი სახის ფურცლებს ნაგვის გროვად აქცევდა.შემდგომ აიღებდა ახალ ფურცელს და იმავე შინაარსის მქონე ტექსტს ახალი ინტერპრეტაციით წერდა.მიუხედავად იმისა,რომ მის ასეთ ქმედებას საკმაოდ დიდი დრო მიჰქონდა,ბალზაკმა თავის ცხოვრების განმავლობაში 137 დიდებული ნაწარმოების დაწერა მაინც მოახერხა (როგორც ცნობილია,ონორეს თავისი გენიალური ქმნილებების ნაწილი ორ კვირაშიც კი დაუწერია).ალბათ სწორედ ესოდენ გადატვირთული ლიტერატურული მოღვაწეობა გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ჯერ კიდევ 30 წლის ასაკში მყოფი მწერალი ბევრად ხანდაზმული ასაკის მოქნე ადამიანად გამოიყურებოდა. (ავტორი გენია.ჯი)