სემიუელ ბარკლი ბეკეტი – “ეპიზოდი”
1969 წელს ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებით – “ნობელის პრემია”ლიტერატურის დარგში მიენიჭა დიდ ირლანდიელ მწერალს,პოეტსა და დრამატურგს - სემიუელ ბარკლი ბეკეტს (19906-1989 წლები),რომელიც თავის მხრივ გენიალური იტალიელი პოეტის დანტე ალიგიერის უკვდავ ქმნილებაზე – “ღვთაებრივ კომედიაზე” ფანატიკურად იყო შეყვარებული (გარდაცვალებისას მის თავსასთუმალში,სწორედ ეს ნაწარმოები აღმოაჩინეს).მას შემდეგ,რაც ბეკეტების ოჯახში ნობელის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მაცნე ტელეგრამა მიიტანეს,სემიუელის მეუღლემ – სიუზან დეშევო-დიუმენილმა ქმარს იგი შემდეგი სიტყვებით გადასცა: “ეს ნამდვილი კატასტროფა”. (ავტორი გენია.ჯი) როგორც მოგვიანებით გაირკვა,ამ უცნაური გამონათქვამის საბაბად იქცა სიუზანის ის შიში,რომლის მიხედვითაც სემიუელის მსოფლიო დიდების მომსაწავებელ მოვლენას მათი მყუდრო და იდილიური ოჯახის ცხოვრების წესის დარღვევა მოყვებოდა (თუმცა მისდა საბედნიეროდ,სიუზანის შიში არ გამართლდა).დიდმა ირლანდიელმა მწერალმა კი თავის მხრივ ნობელის კომიტეტს ოფიციალურად მოუხადა მადლობა,თუმცა დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრებისაგან შეგნებულად შეიკავა თავი.ხოლო გარკვეული პეიოდის განმავლობაში – ჟურნალისტებს,ახლობლებსა და სხვა ცნობისმოყვარე ადამიანებს პორტუგალიაში საიდუმლო გამგზავრებით აარიდა თავი. (ავტორი გენია.ჯი)