ისინი ამბობდნენ…
“ეშმაკი,აქ ეშმაკი იყო მოსული.გუშინ ის აქ იმყოფებოდა,ზუსტად ამ ადგილას.მე ვგრძნობ გოგირდის მყრალ სუნს,რომელიც ასდის იმ ტრიბუნას,რომელზეც ახლა ვდგავარ”. – (უგო ჩავესმა ეს განცხადება “გაეროს” ტრიბუნიდან მას შემდეგ გააკეთა,რაც წინა დღით იმავე ტრიბუნიდან სიტყვა წარმოთქვა ჯორჯ ბუშმა)
“ჩვენი ქვეყანა ნამდვილი სამოთხეა სულიერი გაგებით, და როგორც არა ერთხელ მითქვამს,ამ სამოთხეში გვირჩევნია სიკვდილი,ვიდრე ჯოჯოხეთში ცხოვრება”. – ფიდელ კასტრო
”მათ,ვისაც საკმაო გონება გააჩნიათ იმისათვის,რომ პოლიტიკაში არ ჩაერიონ,ისჯებიან იმით,რომ იმართებიან ყველაზე სულელი ადამიანებით”. – პლატონი (ავტორი გენია.ჯი)
“მხოლოდ ლენინს ძალუძდა რუსები გამოეყვანა იმ ჭაობიდან,რომელშიც თავად შეიყვანა”. – უნსტონ ჩერჩილი
“რომ დაგვეთვალა რამდენ ფულს ვხარჯავთ არაყის შეძენაში,კარგად მივხვდებოდით თუ რამდენი გაჭირვებული ადამიანის დახმარებას შევძლებდით არაყში გადახდილი ფულით”. – მიხეილ გორბაჩოვი
“მე ხელისუფლებაში იმისათვის არ მოვსულვარ,რომ ლეიბორისტული პარტია შემეცვალა.მე მოვედი იმისათვის,რომ შემეცვალა ჩემი ქვეყანა”. – ტონი ბლერი
”დემოკრატიის დროს სულელებს გააჩნიათ ხმის მიცემის უფლება.დიქტატურის დროს კი – მმართველობის უფლება”. – ბერტრან რასელი
”მიუხედავად იმისა,რომ უამრავ ცოდვაში მდებენ ბრალს,ჯერ არავის უთქვამს,რომ მე სულელი ვარ”. – ბორის ბერეზოვსკი
“მე დავრჩები მანამ,სანამ არ დავიღლები.სანამ ბრიტანეთს ვჭირდები – არასოდეს დავიღლები”. – მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი (ავტორი გენია.ჯი)
“არიან ადამიანები,რომლებიც ფიქრობენ,რომ სოციალიზმი “თეთრი ხელთათმანებით” შენდება.ეს ძალიან დიდი შეცდომაა,ამხანაგებო!” – იოსებ სტალინი
“თუკი აირჩიეთ თქვენი გზა – იარეთ ამ გზით ბოლომდე”. – ადოლფ ჰიტლერი
“ჩემს მიერ წარმართულ პოლიტიკაში ვაჭრობა არასოდეს იქნება.არსებობს მხოლოდ პრინციპული და სუფთა ურთიერთობები: თქვენ აძლევთ სახელმწიფოს – ჩვენ გეხმარებით თქვენ.ვინ არ მეთანხმება – კარგად ბრძანდებოდეს!”. – ალექსანდრე ლუკაშენკო
”მთავარი რამ უკვე გავაკეთე… ნუთუ ვინმეს შეეძლო ეოცნება,რომ სტალინისათვის გადადგომა შეეთავაზებინათ და ეთქვათ - ჩვენ თქვენ არ გვჭირდებითო?” – ნიკიტა ხრუშჩოვი
“პოლიტიკაში ექო წინ უსწრებს მოვლენებს”. – ლევ ლანდაუ
“მე,რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდე,დიდი ხნის წინ შევეშვებოდი პოლიტიკას და ოჯახურ გარემოში მშვიდად ვიცხოვრებდი”. – ნურსულთან ნაზარბაევი
”დრო არ იცდის! უსარგებლო დისკუსიების დრო მეტი აღარ დაგვრჩა!” – იოზეფ გებელსი
”ხალხის ნება – უზენაესი კანონია!” – მარკუს ტულიუს ციცერონი (ავტორი გენია.ჯი)