ილიკო სუხიშვილი – “ეპიზოდი”
ერთხელ გენიალური ქართველი მოცეკვავე და საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ფუძემდებელი – ილიკო სუხიშვილი ეკლიან ხევთან ასეთ სურათს წააწყდა: მაღალ-მაღალი,ღარიბულად ჩაცმული,შეზარხოშებული კაცი თავისთვის ტაატით მიდიოდა ქუჩაში.
დახეული,შავი პიჯაკი,ჩითის შარვალი,ფეხებზე დაგლეჯილი ხამლები ეცვა.ხელში საღებავებით სავსე ყუთი და თუნუქის ქილა ეჭირა.
უკან ბავშვების გუნდი მისდევდა ჟივილ-ხივილით.
აბუჩად იგდებდნენ,უყვიროდნენ,უსტვენდნენ,აგინებდნენ,თუმცა ეტყობოდა,რომ არაფერი დაეშავებინა მათთვის.
ილიკოს ეს კეთილი კაცი მუშტაიდშიც ენახა ადრე,იქ,სადაც “ტიტველი ქალები” ცეკვავდნენ ხოლმე.
შევარდენივით შეიჭრა ქალაქელ ქალაჩუნა ბიჭების “მარაქაში”,ერთი-ორს კისერში მაგრად,”მეჯვრისხევურად” წაუთაქა და ყველა აქეთ-იქით იფრინა. (ავტორი გენია.ჯი)
უცნობი შედგა.მოიხედა.გაბრწყინებულ სახეზე ნამიანი თვალები უციალებდა.
- შენ ილიკოს ბიჭი არა ხარ,”შამილს” რო ცეკვავს?
- მე ვარ ძია.
უცნობმა ალერსიანად გადაუსვა თავზე ხელი.
- წამოდი ჩემთან,თუ გინდა,შამილის სურათს გაჩვენებ.გინდა?
- მინდა,ძია.
მაღალმა,მშვიდმა და ამაყმა ბიძიამ ილიკოს ხელი ჩაჰკიდა და წაიყვანა,თან თავისთვის ბუტბუტებდა:
- აბა,თქვი,იმ ბიჭებს რა დავუშავე,რომ აბუჩად მიგდებენ? რა ხანია,ამ უბანში ვცხოვრობ,არავისთვის არაფერი მიწყენინებია… წავიდოდი აქედან,კახეთში მამაპაპეული მამული მაქვს,მაგრამ… მიწის მოვლა არ შემიძლია…
ერთ ეზოში შევიდნენ.ეზოს ღობეს პატარა ქოხი ეკრა.
კარი ნახევრად ღია იყო.
უცნობმა ღრმად ამოიოხრა,ბიჭს მოუბრუნდა და უთხრა:
- მაგ ქუჩის ბიჭებთან არ იამხანაგო,ეგენი სულელები არიან.
ნესტიან კარებში შეუძღვა,მაგიდაზე მდგარი ჭრაქი აანთო და პატარა ოთახი გაანათა.
- მე მიყვარს რკინიგზელი მუშების უბანი; სამიკიტნოები მეჯავრება,მაგრამ რა ვქნა,სხვა გზა არა მაქვს,შვილო.ფულს მიკიტნები მაძლევენ.გასულ კვირას გნახე,მუშტაიდში რომ იცეკვე “შამილი”.მაშინ გორგიჯანოვის დუქანში ვხატავდი.
ოთახში არც საწოლი იდგა,არც სკამი.კედელთან ჩარჩოიანი მუშამბა იყო გაჭიმული. (ავტორი გენია.ჯი) მაგიდაზე პატარა ჯამით ლობიო,შოთი პურის ნატეხები,ყვავილები,სელის ზეთში გახსნილი საღებავები,ზემელის ქარხნის ლიმონათის ბოთლი და სველი ფუნჯები ეკიდა.
- აგერ “შამილი”.მიდი,ნახე.
ილიკო ხარბად მიაჩერდა სურათს.სალ კლდეზე იდგა თეთრჩოხიანი შამილი.მარჯვენა ხელით დოინჯი შემოეყარა,წელზე ხანჯალი და დამბაჩა ეკიდა.
იგი თითით რაღაცას უჩვენებდა თავის შავჩოხიან მცველს აულის იქით თეთრი,კამკამა მწვერვალებისაკენ.
მთვარის სხივებით გაკაშკაშებულმა,დათოთვლილმა,ყინულიანმა მთამ მეჯვრისხევში (ილიკოს მშობლიური სოფელი),უსანეთის ფერდობს იქით წიფორის თეთრი მწვერვალი გაახსენა ილიკოს და გააჟრჟოლა.
რა ლამაზი იყო მეჯვრისხევის მთვარე!..
უცნობმა მაგიდაზე დაყრილ ყვავილებში შეარჩია საუკეთესო წითელი ვარდი და ილიკოს შესთავაზა.
- დაიხსომე,შვილო,რაც გითხარი.ცხოვრებაში შენი საკუთარი გზა უნდა აირჩიო.შენ ცეკვისთვისა ხარ გაჩენილი,გზას არ გადაუხვიო.ისწავლე და კაცი გამოხვალ.შინ რომ მიხვალ,დედას უთხარი,ერთ საწყალ მხატვარს გამოვესარჩლე,რომელსაც არა ებადა რა-თქო.
- რა ვუთხრა,ძია,რა ჰქვია-მეთქი?
- ნიკალა ფიროსმანიშვილი. (ავტორი გენია.ჯი)