გაიუს მარიუსის სიტყვით გამოსვლა რომის ფორუმზე…
ერთ-ერთი უდიდესი რომაელი გენერალი,რომის სამხედრო რეფორმის ავტორი და შვიდგზის კონსული – გაიუს მარიუსი (ძვ.წ.აღ-ით 157-86 წლები),რომელზეც მარკუს ტულიუს ციცერონმა ერთხელ შენიშნა: “სოფლელი კაცია,მაგრამ მთლიანი კაციაო”,მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ებრძოდა რომის მმართველი არისტოკრატიას. (ავტორი გენია.ჯი) რომის ფორუმზე,სახალხო კომიციის წინაშე სიტყვით გამოსვლისას,გაიუსმა შემდეგი სახის მეტად საინტერესო და ამაღელვებელი განცხადება გააკეთა:
“მე არ მინდა ჩემს სადიდებლად წარმოგიდგინოთ გამოსახულებანი ჩემი წინაპრებისა,რომელთაც დამსახურებული ექნებოდათ დიდი სახელმწიფო თანამდებობანი და ტრიუმფები.მაგრამ მე შემიძლია წარმოვადგინო საპატიო საჭურველი,საომარი წარჩინებითი ჯილდოები და ჭრილობებით აჩეხილი ჩემი სხეული.ეს ჭრილობანი მაგივრობენ ჩემი წინაპრების სახეებს.ისინი წარმოადგენენ ჩემს გვარიშვილობასა და წარჩინებულობას,რაიც მე,ოპტიმთა მსგავსად,მემკვიდრეობით როდი მიმიღია,არამედ მე თვითონ საკუთარი ძალით მომიპოვებია,აურაცხელი ხიფათით გარშემორტყმულს.ჩემი სიტყვები მოკლებულია სილამაზეს და დახვეწილობას; მე ლამაზსიტყვაობას არაფრად ვაგდებ,რადგან ადამიანის ჭეშმარიტი ღირსება უამისოდაც,საქმით გამოჩნდება.მოქნილი ლაპარაკი ოპტიმატებს სჭირდებათ,რათა ლამაზი სიტყვებით დაფარონ თავიანთი სამარცხვინო საქმენი. (ავტორი გენია.ჯი) არც ბერძნული ლიტერატურაა ჩემთვის ცნობილი; მე არ მქონია მისი შესწავლის სურვილი,რადგან ვხედავდი,რომ მას არ შეეძლო მამაც ვაჟკაცად ექცია თვით მისი მასწავლებელი.მაგრამ მე ვისწავლე იმის გაკეთება,რაიც ყველაზე მეტად სასარგებლოა სახელმწიფოსათვის – მტრის დამარცხება და გულუძვრელობა ყველაფრის წინაშე,გარდა უპატიურობისა; დაძლევა სიცხისა და სიცივისა,უქონლობისა და ჯაფისა; ძილი ცივს მიწაზე.ყველა ამ უნარს მე ჩავუნერგავ ჯარისკაცებს,მაგრამ არ დავუშვებ,რომ ისინი შიმშილობდნენ ჩემი პირადი განდიდებისთვის.აკი ბუნება ყველა ადამიანს ერთნაირად ანიჭებს სიცოცხლეს.მხოლოდ სიმამაცეა ჭეშმარიტი წარჩინება.ჩვენ რომ ახლა შევეკითხოთ ალბინუსის და ბესტაბიას წინაპრებს,რომელს ისურვებდნენ თავინათ შთამომავლებად – ამათ თუ მე,განა ისინი მე არ ამირჩევდნენ? ასე რომ – განა ოპტიმატებს მარტო მე ვძულვარ? – ისინი სიძულვილით უცქერიან თავის წინაპრებსაც,რომელთაც თავიანთი წარჩინება ჩემებრ სიმამაცით მოუხვეჭავთ”. (ავტორი გენია.ჯი)