ჟორჟ ჟოზეფ ქრისტიან სიმენონი წერდა…
„ფული, ფული, ფული… – აი, პირველი სიტყვები, რომელიც ჯერ კიდევ სრულიად ბავშმა გავიგონე.მაგრამ ფული იმისთვის ხომ არ არსებობს, რომ ბანკში შეინახონ ან უძრავ ქონებაში დააბანდონ, არამედ იმისთვისაა, რომ დახარჯონ! ფული – ეს არის ადამიანის შრომითი ცხოვრების საათების N რაოდენობა. ვისა აქვს უფლება თვისთვის დააგროვოს სხვა ადამიანთა ცხოვრების საათები? არა, ფული იმისთვის არსებობს, რომ როგორმე თავიდან მოვიშოროთ იგი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მე მგონია, რომ თუ ხალხთა შორის არ არსებობს ჭეშმარიტი თანამშრომლობა, ეს ხდება იმის გამო,რომ ადამიანები არ იცნობენ ერთმანეთს და ამიტომ ერთმანეთის ეშინიათ. ადამიანებს სძულთ ყველაფერი ის, რაც შიშს შთააგონებს მათ. მაგრამ ადამიანებს არ ეშინიათ იმისა, რასაც ისინი კარგად იცნობენ. ამიტომ აუცილებელია უფრო ახლო გავიცნოთ ადამიანები, მეტი ურთიერთობა ვიქონიოთ მათთან. ხოლო თუ იცნობ ადამიანებს – არ შეიძლება არ გიყვარდეს ისინი. ხალხი – ეს არის ჩემი გატაცება. ზოგნი საფოსტო მარკების კოლექციას აგროვებენ, მე კი ადამიანები მიყვარს და მათს კოლექციას ვაგროვებ!” – (ავტორი გენია.ჯი)