კონსტანტინე გამსახურდიას ნააზრევი…

“დიდკაცები ხშირად წვრილმანებში პატარა კაცებს ემსგავსებიან,პატარანი კი დიდებს წვრილმანებში ჰგვანან,მაგრამ,სამწუხაროდ,მსხვილმანებში ვერ უტოლდებიან”.

* * *

“სიბნელისაგან სინათლის გამთიშველს ასე უნებებია,რომ ჩვენი სიყვარული ყველაზე ძლიერი სწორედ მაშინაა,როცა თავად საგანი სიყვარულისა ჩვენისა მიუწვდომელია და ნდომა ჩვენი აუხდომელი. და ისიც დაწერილია,რომ ყოველი სიამისათვის ამავე ოდენობის,ხშირად უფრო მეტი უსიამოვნება გვაქვს მორწყული”. – (ავტორი გენია.ჯი)

 * * *

“ტყუილი ხანდახან მართალზე უფრო მჭრელია”.

* * *

“ყოველი კავალერი ყოველ წუთას მზად უნდა იყოს დუელისათვის”.

* * *

“მეტად მგრძნობიარე ადამიანები მეტწილად მაშინ ავადდებიან,როცა მათ სულში წონასწორობა დაირღვევა”.

* * *

“სიყრმიდან სიჭაბუკეში გადასული ადამიანი ისეთსავე ტკივილებს განიცდის ხოლმე,როგორც ჭარმაგობიდან სიბერეში გარდამავალი,რადგან იგი ყოველ ასაკს ტკივილით სცილდება,როგორც სანუკველსა და ძვირფასს ლანდშაფტს,სად მობრუნება აღარ შეიძლება”.

* * *

“ყოველ მნიშვნელოვან ადამიანს ერთგვარ ჭირვეულობად სჩვევია გარეგანი ღირსების ხელოვნურად დამალვა,რათა ამ გზით შინაგან ბუნების სიქველე უფრო იოლად გამოაშკარავდეს”.

* * *

“სიყვარულის საქმეს დაფიქრება ისევე სუსხავს,როგორც ვენახს ნაადრევი ყინვები”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“არასოდეს ისე იოლად არ ეცნობა ადამიანი ადამინს,როგორც ციხეში და მგზავრობის დროს”.

* * *

“საერთოდ ადამიანი უნდა სცდილობდეს შეუძლებელს თავი აარიდოს და თავისი ცხოვრება შესაძლებლობის ფარგლებში მოაგვაროს”.

* * *

“გართობა შლეგებისათვის “დროის მოცდენას” ნიშნავს,მხოლოდ ტალანტი გართობის მომენტშიაც შემოქმედების დუღილს განიცდის.მოცალეობაში და გართობაში უპოვნია უდიდესი სტიმული ყოველი დროის გენიას”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“არსად ისე არა გრძნობს მარტოობას ადამიანი,როგორც დიდ აურზაურში”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>