ნოვალისი წერდა…
“ტყეში მივდიოდი.ჩემი საყვარელი ადგილის საძებრად ერთ უშველებელ ცაცხვის ქვეშ შევდექი.ხის ტანს მიყრდნობილმა დავიმუხლე,ჭალიკონს ცაცხვის შტოებიდან ძირს ჩამოებერტყა ღამის პეპლები.ისინი სავსებით გაბრუებულნი ეყარნენ მწვანეში,სთვლემდნენ,ფეთქავდნენ,წამწამებსა და ფრთებს აფარფატებდნენ.ასე უმწეოდ ფართხალებდნენ,ფეთქავდნენ და ბორგავდნენ…
ამასობაში მზე ჩადის და მთვარე ამოდის,ვამბობ მე ჩემთვის.ამ პეპლებს არა სძინავთ,არც თუ ფხიზლობენ ისინი.
განა ჩვენც ასე მიჯაჭვულნი არა ვართ მიწაზე და სიკვდილსა და სიცოცხლეს ასე არ ვებრძვით? ვინ იცის,ეგებ სიკვდილი მზის ჩასვლა იყოს,ეგებ ჩვენც კვლავ გამოვფხიზლდეთ და თავისუფლად ამოვისუნთქოთ ოდესმე”. – (ავტორი გენია.ჯი)