ვაჯინავალკიას პასუხი…
საყოველთაოდ ცნობილი პირველი ინდური ლიტერატურული ქმნილებისა და რელიგიური ჰიმნების – “რიგვედა”-ს ერთ-ერთმა ავტორმა – არტაბაგა რიტაბაგას ძემ,ამავე უნიკალური ძეგლის მეორე თანაავტორს – ვაჯინავალკიას ჰკითხა:
- როცა ადამიანი მიიცვლება,სულები მისი სტოვებენ თუ არა მიცვალებულის გვამს?
- სრულიადაც არა,ისინი ერთ ადგილას მოჰგროვდებიან,მიტომაც სივდება მიცვალებულის ცხედარი”, – უპასუხა ვაჯინავალკიამ.
- როცა იგივე კაცი ცეცხლად იქცევა,სუნთქვა მისი – ქარად,თვალი მისი – მზედ,მისი “მანს” მთვარედ,ყური მისი პოლიუსად,გვამი მისი მიწად,ატმანი მისი აქასად,თმები მისი – ბალახად,სისხლი – წყლად,მაშინ რაღად იქცევა ადამიანი? – კვლავ ჩაეკითხა არტაბაგა.
- სამყაროს ერთ-ერთ შემადგენელ უმცირეს ნაწილაკად.
- საბოლოოდ კი რა რჩება ადამიანისაგან?
- ჭეშმარიტად,მხოლოდ შემოქმედება რჩება კაცისაგან,ჩემო არტაბაგა რატაბაგას ძევ, – უპასუხა ვაჯინავალკიამ. – (ავტორი გენია.ჯი)