იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს ნააზრევი…
“თუ შემეკითხებიან – არის თუ არა ჩემში ქრისტესადმი თაყვანისცემის გრძნობა,მე ვიტყოდი: დიახაც-მეთქი.მე ქედს ვიდრეკ მის წინაშე,რადგან მას ზნეობრიობის უზენაესი პრინციპის განცხადებად ვთვლი.
თუ შემეკითხებიან – მზეს თუ სცემო თაყვანს? აქაც განმეორებით ვიტყოდი უთუოდ: დიახაც-მეთქი: რადგანაც მზე უზენაესის განცხადებაა,უაღრესი და უდიადესი განცხადება.მე თაყვანს ვცემ მზეში მოცემულ პირველად ძალას სინათლისას და ქმნადობრივ ძალას ღმერთობისას,რადგან ამ ძალის შემწეობით ცოცხალვართ როგორც ჩვენ,ისე ცხოველნი და მცენარენი.მაგრამ უკეთუ შემეკითხებიან: მოციქულს პავლეს ან პეტრეს ცერის ძვლის წინაშე თუ მოიდრეკო,მაშინ უთუოდ ამგვარ პასუხს მიიღებდნენ ჩემგან: ეკლესიის სჯულდებაში მრავალი სიშლეგეა-მეთქი,მაგრამ ამ ეკლესიას ბატონობისადმი მიდრეკილება სჩვევია და საამისოდ შეზღუდულ მასებს იკრეფს თავის გარშემო,რათა ეს მასები დაიმორჩილონ და განუკითხავად განაგონ-მეთქი”.
* * *
“ჩვენ ყველამ სხვებისგანაც უნდა ვისწავლოთ და მივიღოთ რამე,იმათგანაც ვინც ჩვენზე ადრე ყოფილა,იმათგანაც ვინც ჩვენთან არიან.თვით უდიდესი გენიაც შორს ვერ წავა,თუ იგი მარტოოდენ საკუთარ შინაგან ბრუნებას დაეყრდნო.მრავალს კარგ ადამიანსაც არ ესმის ეს და იმიტომაც ამგვარნი მთელი თავიანთი სიცოცხლის მანძილზე ბნელში დაფათურობენ ორიგინალობისათვის ოცნებას აყოლილნი.მე ვიცნობდი ისეთ ხელოვანთაც,რომელნიც ტრაბახობდნენ კიდევაც: აროდეს არც ერთი ოსტატის შეგირდი არა ვყოფილვართო და ყოველივე საკუთარი ტალანტის ძალით მოგვიხვეჭიაო.
შლეგები…
მე ვამტკიცებ: ერთი ამგვარ ხელოვანთაგანი აქ ამ ოთახში რომ შემოივლიდეს და ამ კედლებზე ჩემს მიერ დაკიდებულ დიდოსტატების მიერ ნახატ სურათებს თვალს შეავლებდეს,მას საკუთარი გენიაც რომ ჰქონდეს კიდევაც,იგი უთუოდ გავიდოდა აქედან როგორც სავსებით სხვა და უფრო დიდი ტალანტი”.
* * *
“ჩემი ქმნილებანი მარტოოდენ ჩემი საკუთარი სიბრძნის წყალობა როდია,არამედ ათასი პირის მიერ მოწოდებული მასალის ნაყოფი.მათ შორის ბევრი ერია როგორც შლეგი,ისე ბრძენი,როგორც ნათელი,ისე შეზღუდული გონების პატრონნი.ყოველი მათგანი ისე მომითხრობდა,ვის როგორადაც გაუჭრიდა ჭკუა,ვინ როგორ ფიქრობდა,ვინ როგორ სცხოვრობდა,როგორ მუშაობდა,ვის როგორი გამოცდილება მოეხვეჭა ცხოვრების გზაზე და მე კი სხვა საქმე არა მქონია თუ არ ყოველივე ის მომეხვეჭა და მომემკო,რაც კი ჩემთვის სხვებს დაუთესიათ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“რამდენი სიბრძნე დაუხარჯავთ სიბრძნისმეტყველთ უკვდავების საკითხის გამო.მერმე რა გამოვიდა აქედან? ჩვენს უკვდავებაში მე ეჭვი არ მებადება.ბუნება ვერ დაიკლებს ენტელექიას (სრულქმნის გზა).ესაა მხოლოდ ყველა თანაბრად უკვდავი ვერ იქნება.თუ თავად მოგვეპოვება ენტელექია,მერმისში უთუოდ აღმობრწყინდები როგორც დიდი ენტელექია”.
* * *
“სიკვდილი ისე საოცარი მოვლენაა,რომ ყოველივე განაგონის მიუხედავად შეუძლებლად მიგვაჩნია ხოლმე.საშინელი რამააგანსაზღვრული და ჩვენთვის ცნობილი არსობიდან უცნობ ყოფაში გადასვლა”.
* * *
“ადამიანი ხელახლა უნდა შეიმუსროს.ყოველ არაჩვეულებრივ ადამიანს განსაკუთრებული მოვალეობა აქვს დაკისრებული.როცა იგი ამას შეასრულებს,იგი უკვე მოცემულ აღნაგობაში საჭირო აღარაა. და ზენარი ძალა სხვა მიზნისთვის მოიხმარს მას. და რაკი სააქაოში ყოველთვის ბუნებრივი ეტლი აქვს მიჩნეული,ამიტომაც დემონები ზედიზედ კვანტს გამოსდებენ მას,ვიდრე იგი არ წაიქცევა.ასე მოუვიდა ნაპოლეონსაც და სხვა მრავალს მისთანას.მოცარტი 36 წლის დაიღუპა,რაფაელიც ამავე ასაკში,ბაირონი ცოტა უფრო ხნიერი მოკვდა,მაგრამ ყველამ ბრწყინვალედ შეასრულა ზენარისაგან დაკისრებული მისია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ხალხის შევიწროება შეიძლება,მაგრამ დამონება არასოდეს…”
* * *
“მე არც ერთს არ ვეკუთვნოდი,არც არისტოკრატიულ და არც დემოკრატიულ ცოდვილებს”.
* * *
“მე იმ ხუროთმოძღვარსა ვგავარ,კოშკის აგებას რომ ლამობდა და ერთ მშვენიერ დღეს შენიშნავს: ბალავარი ცუდად ჩაუყრია თურმე.მერმე მოდგება ეს ხუროთმოძღვარი და ხელახლა ანგრევს ამ ბალავარს.ასე იღწვის ხუროთმოძღვარი და უხარია,რომ მომავალი კოშკი უფრო მტკიცე და მყარი იქნება”.
* * *
“ვესალმები იმ მტვერსაც,რომელიც ეტლის ჩვენის ბორბლებს თან წამოჰყოლია სამშობლოს ჩემის მიწისაგან”.
* * *
“ჭეშმარიტებას ჩვენ სრულიად ვერასოდეს შევიცნობთ,ვერც თუ გამოვთქვამთ მას სრულყოფილად.ჩვენ ძალგვიძს მარტოოდენ ჭეშმარიტებად მოვიქცეთ,ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ბუნებაში დაცული იდუმალება და მისტე შევიგრძნოთ”.
* * *
“მე თქვენთვის დამითმია ყოველივე,რასაც თქვენ რელიგიას უწოდებთ… სპინოზა მამხნევებს მე და ამიერიდან მინდა მთელი ჩემი სიცოცხლე საგნების აუმღვრეველ ჭვრეტას მოვანდომო”.
* * *
“აღმოჩენას ბედი სჭირია,ხოლო გამოგონებას ჭკუა,ერთსაც და მეორესაც სული”.
* * *
“ყოველი პრობლემის გადაჭრის საქმე თავად ახალი პრობლემაა”.