ფრედერიკ ჟოლიო-კიურის მოსაზრებები…
” – მე მიყვარს ადამიანები.ჩემთვის ადამიანი პირველ ყოვლისა ადამიანია,მაშასადამე მეგობარი,მართლაც ბევრია საჭირო იმისათვის,რომ სხვანაირად მოექცე მას”.
* * *
” – როცა ვინმე არ მეთანხმება,ვეკამათები.ეს მოწინააღმდეგეა და არა მტერი.მაგრამ თუ ადამიანებისათვის სიკეთე არ უნდა,თუ მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს,იგი მტრად იქცევა.მაშინ ეს უკვე ბრძოლაა და დანდობა აღარ შეიძლება.ადამიანს,რომელსაც ომი სურს,გაბოროტებული ინდივიდუმია და ხელი უნდა შევუშალოთ,რომ დანაშაული არ ჩაიდინოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
” – თუ ადამიანები მთელ თავის ძალ-ღონეს მოახმარენ კაცობრიობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და არა ომს,ისინი შექმნიან პირობებს,რომლის დროსაც შეუძლებელი იქნება ომის დაწყება”.
* * *
“არ შეიძლება დავუშვათ,რომ ადამიანებმა საკუთარი თავის გასანადგურებლად გამოიყენონ ბუნების ის ძალები,რომლებიც აღმოაჩინეს და დაიმორჩილეს”.
* * *
“როგორ შეიძლება გულგრილი დარჩე ატომური და წყალბადის ბომბის გამოყენების საფრთხის წინაშე? როგორ შეიძლება მშვიდად ასრულებდე შენ საქმეს,უდარდელად ამუშავებდე მომავლის გეგმებს,როცა განუწყვეტლივ იზრდება იარაღის მარაგი,რამდენიმე საათში რომ შეუძლია მოკლას ათეულობით და ათეული მილიონობით ადამიანი? თუ მე მთელი სულითა და გულით მხარს ვუჭერ წინადადებას,კვლავ გადავხედოთ ამ პრობლემას,ეს ალბათ იმიტომ,რომ მეცნიერი ვარ და შემიძლია შევაფასო ის უდიდესი საფრთხე,რაც კაცობრიობას ემუქრება.მე მსურს,რომ ბოლოს და ბოლოს შეგვეძლოს მშვიდად მუშაობა,არაფრის გვეშინოდეს და კვლავ სიხარულით მივცეთ მსოფლიოს მეცნიერების ძვირფასი საჩუქრები.აი რაზე ვლაპარაკობ დაუღალავად”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ბევრი მშვიდად არის და ფიქრობს,რომ მათ ატომური აფეთქების საფრთხე არ ემუქრებათ,რადგან ეს მათგან შორს ხდება.დამიჯერეთ,ისინი ცდებიან.რადიოსტრონციუმი,რომელიც ატომური აფეთქების შედეგად წარმოიშობა,ატმოსფეროს უმაღლეს ფენებამდე ადის; მისი მოქმედება დაახლოებით ოცდაათ წელიწადს გრძელდება.იგი ნელა ეშვება ძირს და განუწყვეტლივ ეცემა დედამიწაზე მტვერთან და წვიმასთან ერთად,აღწევს მცენარეულობაში.რადიოსტრონციუმის ცვენა,წინა ბირთვულმა აფეთქებებმა რომ გამოიწვია,ჯერ კიდევ არ დამთავრებულა,იგი მრავალი წლის მანძილზე გრძელდება.ადამიანები და შინაური ცხოველები საჭმელად ხმარობენ მცენარეებს; ამგვარად მათი ორგანიზმი შთანთქავს მავნე რადიოსრონციუმს.
- მერწმუნეთ,მშვიდობიანობის დროსაც კი,არსებობს საფრთხე! თუ ახლავე არ შეწყდება საცდელი აფეთქებები,ყოველ ჩვენთაგანს და ჩვენ შთამომავლებს დიდი საფრთხე გვემუქრება”.
* * *
“დამიჯერეთ,კაცობრიობა მეტად თავქარიანულად უყურებს წყალბადის ბომბს.ადამინებს არ სურთ დაიჯერონ.ისინი ფიქრობენ,რომ ლაპარაკია მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ახალ აღმოჩენაზე.როგორიცაა შინაგანი წვის ძრავა ან ორთქლის მანქანა… ადამიანებს არ ესმით,რომ მათგან მხოლოდ რადიოაქტიური ფერფლიღა დარჩება.კაცობრიობა თერმობირთვული ომის მსხვერპლი გახდება”.
* * *
“უნდა გავაფრთხილოთ მთელი კაცობრიობა.უნდა მივაღწიოთ იმას,რომ ყველა სახელმწიფომ საზეიმო ფიცი დადოს ატომური იარაღის აკრძალვის შესახებ”. – (ავტორი გენია.ჯი)