ლუციუს კორნელიუს სულა ფელიქსი – “ეპიზოდი”
რომაელმა პირსისხლიანმა დიქტატორმა – ლუციუს კორნელიუს სულა ფელიქსმა (ძვ.წ.აღ-ით 138-78 წლები),თავისი 79 წლის ასაკში ყოფნის პერიოდში ბრძანა რომაელი ხალხის შეკრება.მისმა აღნიშნულმა ბრძანებამ ისედაც დატერორებული რომის მოქალაქეებს კიდევ უფრო დიდი შიშის ზარი დასცა. “რა სურს?”; “რას გვიპირებს?”; “რა უნდა მოხდეს?” – ეს შემაძრწუნებელი აზრები ტრიალებდა თითოეული რომაელი მოქალაქის გონებაში.
24 ლიქტორის თანხლებით,ღამენათევი,ნალოთარი და ნამრუშალი დიქტატორი რომის ფორუმის ტრიბუნაზე ავიდა და ხალხს დააშტერდა.არავის შეეძლო მისი თვალის გასწორება. (ავტორი გენია.ჯი) ეს თვითონაც კარგად უწყოდა სულამ და ამიტომაც არ ჩქარობდა: “დაე იწვალონ,ეშინოდეთ,ძრწოდენ! ხალხი მოხლოდ შიშით არის ხალხი!” საბოლოოდ მოწყალება გამოიღო და ხმამაღლა გამოაცხადა:
” – მე დღეიდან დიქტატორი აღარა ვარ!”
მისი სიტყვები მეხივით გავარდა.არავი მოელოდა მის ასეთ განცხადებას.რომაელები ვარაუდობდნენ,რომ სულა ხალხს სცდიდა,რის გამოც მისგან გაბრიყვებას კიდევ ერთხელ აღარ აპირებდნენ.
” – დიქტატორი აღარ ვარ-მეთქი!” – კვლავ გაიმეორა მან,რის შემდეგაც ტოგა მოიძრო და გადააგდო.ოქროს გვირგვინიც მოისროლა,ხოლო ლიქტორებს ნიშანი მისცა და ისინიც ჩამოშორდნენ.
” – აჰა,სხვა რა გინდათ? აი,ამ წუთიდან მე სავსებით უბრალო,კერძო კაცი ვარ.ახლა ყველა თქვენგანს შეუძლია ჩემს ადგილზე ამოვიდეს და ანგარიში მომთხოვოს ყველა ჩემი ნამოქმედარისთვის.აჰა,ველოდები პასუხისგებას თქვენს წინაშე!”
ხალხი კვლავ მეხდაცემული და გაშტერებული იდგა.რომაელი ხალხი! ხალხი,მსოფლიოს დამმონებელი და თვითონ ერთი კაცის მონად ქცეული!
სულამ ერთხანს კიდევ უცქირა მისგანვე ცხვრის ფარად ქცეულ ქვეყნის დამპყრობლებს და ტრიბუნიდან დაეშვა.ხალხი გაიპო და მას გზა მისცა.ის იყო ფორუმის გასასვლელს მიაღწია,რომ უცებ ჰაერი შეარყია ბავშვის კრიალა ხმამ:
“სისხლისმელო!”
სულა ისარნაკავივით შედგა და შემოტრიალდა. (ავტორი გენია.ჯი)
მისკენ ათიოდე წლის ბიჭი მუშტმოღერებული მიეშურებოდა.
“ჰმ,ერთმა გაბედა და ისიც თითისტოლამ!” – გესლიანად ჩაეცინა ექსდიქტატორს და გზა განაგრძო.
ბიჭი კი არ ეშვებოდა.ფეხდაფეხ მისდევდა და ლანძღვა-გინებით იკლებდა.სულამ თავის სახლს მიატანა,ფეხი ზღურბლზე შედგა.ბიჭი კი უამრავი მოსეირის თანდასწრებით,სულას კვლავაც ლანძღავდა.უცებ,ექსდიქტატორი ბავშვისაკენ შეტრიალდა,მას თვალებში ჩააშტერდა და ერთმნიშვნელოვნად უთხრა:
“შენ მიიჩნიე,დიქტატორი აღარ ვარ და ამიტომ გაბედე! მაინც დიდება შენს ვაჟკაცობას,ჩემო ბიჭუნი,მსოფლიოს მბრძანებელთა შორის ყველაზე დიდო ლაწირაკო!” მერე,უცებ ხალხისაკენ მიბრუნდა და ხმამაღლა შესძახა:
“ახლა ამ ბიჭმა ის გააკეთა,რომ თუ სხვა ვინმე დიქტატორი კიდეევ იქნება,იგი დიქტატორობას ჩემსავით თავის ნებით აღარ მოიხსნის!” და მართლაც მისი სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა,რადგან შემდგომში,არც ერთ რომაელ დიქტატორს თავისი სტატუსი ნებაყოფლობით აღარ დაუთმია. (ავტორი გენია.ჯი)