“სიბრძნის წუთი”
ერთ განდეგილ ბერს,რომელიც რამდენიმე ათეული წელიწადი მიუვალი მთის მწვერვალთან ახლოს ცხოვრობდა,სრულიად შემთხვევით ღამის გასათევად ალპინისტი ეწვია.მასპინძელთან მცირეოდენი გასაუბრების შემდგომ,სტუმარმა განდეგილს ჰკითხა:
- როგორ ახერხებ ცხოვრებას იქ,სადაც სრულიად მარტოს,ხმის გამცემიც კი არა გყავს?
განდეგილმა ბერმა,სტუმარს მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა და უპასუხა:
- რატომ ჰფიქრობ რომ სრულიად მარტო ვარ და ხმის გამცემიც კი არ მყავს?! თქვენ წარმოიდგინეთ,ამ მიუვალ ადგილას სრულიადაც არა ვარ მარტო და ყველაზე საუკეთესო ხმის გამცემიც კი მყავს დედამიწაზე. (ავტორი გენია.ჯი)
არასრულყოფილი პასუხით გაოგნებულმა სტუმარმა,განდეგილ ბერს კიდევ უფრო დიდი ცნობისმოყვარეობით ჰკითხა:
- ვინ არის ის?
რაზეც განდეგილი ბერისგან ასეთი პასუხი მიიღო:
- თავად სამყაროს შემოქმედი,უფალი ჩვენი! როდესაც მისი ხმის გაგონება მსურს,იმწუთასვე “წმინდა წერილების” წაკითხვას ვიწყებ,ხოლო თუკი თავად მსურს მას დაველაპარაკო – “ლოცვას!” (ავტორი გენია.ჯი)