“დამაკვირდი”

1. “დიდი ძალაა ხალხი – მაშინაც,როცა იგი ხალხია, და მაშინაც,როცა იგი ბრბოა. და ყოველთვის შეიძლება ამ,ეგრეთ წოდებული ხალხისა თუ ბრბოის აყოლიება – გინდა რაიმე ლამაზი ფრაზით,გინდა ნამაძღრევზე მორჩენილი ნასუფრალის გადაგდებით”. – (ავტორი გენია.ჯი)

2. “ლომის ბუნაგი მაშინაც საშიშია,როცა მასში ლომი არ არის”.

3. “ნამდვილი ცხოვრება ხანდახან ისე ხუნდება,რომ ჟამიდან ჟამზე მას მისტიფიკაციით და სიცრუით გადახალისება ესაჭიროება”. – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე

4. “ყოველ კაცს,ოცდაოთხი საათის მანძილზე რომ გულდასმით უსმინოს დაკვირვებულმა ადამიანმა,ისეთი რამ წამოცდება უთუოდ,რაც საფლავის ეპიტაფიად მასვე გამოადგება”. – კონსტანტინე გამსახურდია

5. “ტალანტი თავისთავად არაფერს იძლევა,თუ იგი დიდ შრომისმოყვარეობასთან არ იქნა შეუღლებული”.

6. “საერთოდ ადამიანი უნდა სცდილობდეს შეუძლებელს თავი აარიდოს და თავისი ცხოვრება შესაძლებლობის ფარგლებში მოაქციოს”. – მადმუაზელ დელფი

7. “ადამიანების განადგურების ყველაზე ქმედითი საშუალებაა იმის უარყოფა და წაშლა,თუ როგორ ესმით მათ საკუთარი ისტორია”. – ჯორჯ ორუელი

8. “რა ბევრი სასარგებლო რამ შეიძლებოდა გაკეთებულიყო იმ ფულით,ორ მსოფლიო ომს რომ მოხმარდა!..” – ჟოლიო-კიური – (ავტორი გენია.ჯი)

9. “იმისათვის რომ განსაჯო,თუ ვინ არის ბრძენი,თავად უნდა იყო ბრძენი”. – პიერ გასენდი

10. “არსებობს ფულზე მნიშვნელოვანი ნივთები,თუმცა ამ ნივთებს ფულის გარეშე ვერ იყიდით”. – პროსპერ მერიმე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>