ვერცელესის ბრძოლა
კიმბრები – წარმოადგენდნენ იმ ერთ-ერთ უძველეს გერმანულ ტომს,რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი რომის იმპერიის ლეგიონებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში. ძვ.წ.აღ-ით 102 წელს კიმბრები “მარადიული ქალაქისაკენ” – რომისკენ დაიძრნენ.გზად ისინი ყველაფერს ანადგურებდნენ და ძარცვავდნენ. ძვ.წ.აღ-ით 101 წლის 30 ივლის რავდიის ველზე,ქალაქ ვერცელესთან,მათ ლაშქარს გზა გადაუღობა დიდი რომაელი მხედრათმთავრის – მაიუს მარიუსის რომაულმა ლეგიონებმა.ბრძოლის ველზე 50 000 რომაელი მებრძოლის წინააღმდეგ კიმბრების უზარმაზარი არმია აღიმართა. (ავტორი გენია.ჯი) საინტერესოა ის გარემოება,რომ კიმბრების ლაშქრის წინა რიგებში მდგომი მეომრები ერთმანეთზე თოკებით იყვნენ გადაბმულები,რათა მათ რიგებში მოწინააღმდეგეს დისონანსი არ შეეტანა და ლაშქრის საომარი წყობა არ დაერღვია.განსაკუთრებით საშიში ჩანდა კიმბრთა 15 000-ანი მხედრობა,რომელთაც თავსარქმელად,მუზარადებს ზემოთ,პირდაღებული მხეცების ტყავები ჰქონდათ წამოცმული.ისინი აღჭურვილნი იყვნენ ბრწყინვალე იარაღით,დიდი ფარებით და მძიმე მახვილებით,სათხედებით და ბოძალებით,საბარკულებითა და სამკლაურებით.
გაიუს მარიუსმა და მისმა სარდლებმა ბრძოლის დაწყების წინ მსხვერპლი შესწირეს და ლოცვა აღავლინეს.იმ შემთხვევაში თუკი რომაელები გამიარჯვებდნენ,მარიუსმა და კატულსმა ღმერთებს ტაძრების აგება და ასი ხარის შეწირვა აღუთქვეს.
რომაული ლეგიონები და კიმბრების ლაშქარი ერთმანეთს გააფთრებით დაეძგერნენ.თავიდანვე აშკარა ჩანდა რომაელთა საბრძოლო უპირატესობა.რკინისებურმა საომარმა წესრიგმა,დისციპლინირებულმა მოქმედებებმა და გაწვრთნილობამ ძნელად,თუმცა მაინც სძლია კიმბრების თავზეხელაღებულ შემართებას.კიმბრი მებრძოლების უმეტესობა ბრძოლის ველზე გაიჟლიტა.დახოცილთა რიცხვი 100 000 აღემატებოდა. 60 000 კიმბრი კი ტყვედ იქნა აყვანილი და მონად წასხმული. (ავტორი გენია.ჯი) რომაელთათვის გამაოგნებელი აღმოჩნდა ბრძოლის შემდგომ კიმბრებს შორის გამართული მეტა დრამატული და ტრაგიკული მოვლენები: თალხებში გახვეული კიმბრი ქალები ნაჯახებს სცემდნენ ბრძოლიდან უკუქცეულ ქმრებს,ძმებსა და მამებს; ღვიძლ შვილებს საკუთარი ხელით ახრჩობდნენ,საქონლის ფეხებში თუ აღალის ბორბლებში ჰყრიდნენ და წამსვე თავადაც სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებდნენ.რომაელებმა იპოვნეს ერთ-ერთი კიმბრი ქალი,რომელსაც საბარგულის ხელნაზე თავი დაეხრჩო,აქეთ-იქით კი მისი ორი ჩამოხრჩობილი ბავშვი ეკიდა.ბევრმა კიმბრმა მამაკაცმა ხარების რქებზე და ფეხებზე მიიბა საკუთარი თავი,რათა გამხეცებულ ცხოველებს მათი სხეულები ნაფლეთებად ექცია.
ვერცელესთან გამართული ბრძოლა გახლდათ ის პირველი ფართომასშტაბიანი შეტაკება,რომელშიც რომაულმა ლეგიონებმა რომის საბატონო მიწაზე პირველი გერმანული ტომი – კიმბრები გაანადგურა. (ავტორი გენია.ჯი)