გნეუს პომპეუს მაგნუსის ვერაგული მკვლელობა…

ფარსალოსის ბრძოლაში (ძვ.წ.აღ-ით 48 წლის 9 აგვისტო) იულიუს კეისრის არმიასთან სასტიკად დამარცხებული ცნობილი რომაელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე – გნეუს პომპეუს მაგნუსი (ძვ.წ.აღ-იტ 106-48 წლები),რომელსაც ისტორიკოსები რიგი მიზეზების გამო – “ბედის ნებიერად” მოიხსენიებდნენ,იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო.საყურადღებოა ის გარემოება,რომ სწორედ ფარსალოსის ბრძოლაში გადაწყდა ის თუ ვინ იქნებოდა რომის იმპერიის ერთპიროვნული ბატონ-პატრონი, და იგი გაიუს იულიუს კეისარი შეიქნა. (ავტორი გენია.ჯი)

ლტოლვილი პომპეუსი კუნძულ ლესბოსზე,ქალაქ მიტილენაზე გადავიდა,სადაც წინასწარ ჰყავდა დაბინავებული თავისი ცოლი კორნელია მეტელა და ძე მისი – სექსტუს პომპეუს მაგნუს პიუსი (რომელიც თავის მხრივ,მამის მკვლელობის შემდეგ იულიუს კეისრის დაუძინებელი მტერი გახდა).კორნელია,როგორც ყოველთვის,გამარჯვებულ ქმარს ელოდა,მაგრამ ახლა საქმე სულ სხვა გვარად იყო: ერთ დროს უძლეველმა მხედართმთავარმა ყველაფერი წააგო!

კორნელია მეტელა ისტორიკოსების მტკიცებით არა მარტო ულამაზესი ქალბატონი გახლდათ,არამედ შესანიშნავი ზნეობის,მხატვრული სიტყვიერების დამფასებელი და ფილოსოფიაში ღრმად განსწავლული მოაზროვნე იყო.მან დიდი წუხილით მიიღო მეუღლის მარცხის აღმნიშვნელი ინფორმაცია.მიუხედავად ამისა,ქალმა პომპეუსი მაინც გაამხნევა და ვაჟთან ერთად აზიისაკენ დაიძრნენ.ჯერ კვიპროსზე მივიდნენ და იქ საგანგებოდ მდგარ ხომალდზე გადავიდნენ.კვიპროსიდან პომპეუსი,მისი ცოლ-შვილი,რამდენიმე უახლოესი ადამიანი და მსახური ეგვიპტისაკენ გაემართნენ.

იმ პერიოდისათვის,ეგვიპტის მეფე,პტოლემაოს XII დიონისე,საკუთარ დასთან – კლეოპატრასთან ტახტისათვის ბრძოლაში იყო ჩაბმული.პელუზიუმში მყოფ ეგვიპტის მეფესთან პომპეუსმა თავისი ნდობით აღჭურვილი კაცი აფრინა,რომელსაც მისთვის თავშესაფრის თხოვნა უნდა ეცნობებინა.

ყმაწვილი პტოლემეოსის კარზე ყოველი სახელმწიფო საქმის გადაწყვეტა მისი რეგენტის,საჭურის პოთინეს ხელში იყო და შესაბამისად,პომპეუსის ბედის გადაწყვეტაც მის ხელში აღმოჩნდა.პოთინემ საბჭო შეკრიბა,სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება,კეისრის გულის საამებლად პომპეუსი ვერაგულად მოეკლათ.ამ საქმის აღსრულება მიანდვეს აქილას.მან თავის მხრივ მოძებნა პომპეუსთან ადრე ნამსახურები ყოფილი სამხედრო ტრიბუნი,სახელად – სეპტიმიუსი და ყოფილი ცენტურიონი – სალვიუსი.მეთევზეების ნავი,რომელზეც შეთქმულები რამდენიმე მონასთან ერთად იყვნენ ასულნი,პომპეუსის გემს მიუახლოვდნენ:

- გაუმარჯოს იმპერატორს! – ლათინურად მიესალმა პომპეუსს სეპტიმიუსი.

ამ სიტყვებმა პომპეუსს ეგვიპტელთა მხრიდან თავშესაფრის მიცემის იმედი შთაუნერგა და როგორც კი ნავში გადასვლა შესთავაზეს,ისიც უმალვე მათთან გადავიდა.თუმცა ცოლ-შვილი და სხვა მხლებლები გემზევე დატოვა.პომპეუსი ცოლ-შვილს გენიალური ძველ ბერძენი პოეტის – სოფოკლეს ნაღვლიანი ლექსით უკანასკნელად გამოეთხოვა:

“ის,ვინც ფეხს შედგამს მეფის კარზე,მეფის მონაა,

თუნდაც მივიდეს დაბადებით თავისუფალი”.

მდუმარედ მიცურავდნენ,უმძიმესი დუმილით.პომპეუსმავერც ერთის მზერა ვერ დაიჭირა – ყველა თვალს არიდებდა.სეპტიმიუსი იცნო – მისი ყოფილი ლეგიონის მეთაური.ის კი ხმას არ სცემდა.პომპეუსმა მას ჰკითხა: “თუ არ ვცდები,შენ ჩემი ყოფილი თანამოლაშქრე უნდა იყო,არა?” სეპტიმიუსმა მხოლოდ თავის ოდნავი დაქნევით დაუდასტურა,თუმცა მისთვის არც სიტყვა გაიმეტა და არც ჩაღრუბლული სახე გადაუწმენდავს.ნავი სულ ახლოს მივიდა სანაპიროსთან.პომპეუსმა აზატ ფილიპეს ხელი ჩასჭიდა და წამოდგა. და უმალვე ზურგში მახვილი ჩასცა სეპტიმიუსმა.მაშინვე სალვიუსმაც და აქილამაც დაუშინეს უბედურ და მომაკვდავ პომპეუსს თავიანთი მახვილები.პომპეუსმა ტოგა სახეზე შემოიხვია და, ერთი მოკლე გმინვის გარდა,არც ერთი სიტყვა მის ბაგეს არ დასცდენია,ისეთი,მისი მაღალღირსება რომ შეელახა.

მკვლელები თავიანთ საქმეს აგრძელებდნენ.პომპეუსი გააშიშვლეს,თავი მოჰკვეთეს და თან წაიღეს,ხოლო ტანი ზღვის ნაპირზევე დააგდეს.

იდგა ქრისტეშობამდე 48 წლის 28 სექტემბერი.”ბედის ირონიით”,გნეუს პომპეუს მაგნუსი 28 სექტემბერს იქამდე ბედნიერ დღედ თვლიდა,რადგან სწორედ ამ დღეს, 13 წლის წინ,მან მითრიდატეზე გამარჯვების ტრიუმფი გადაიხადა რომში). – (ავტორი გენია.ჯი)

(ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>