“სიბრძნის წუთი”
როგორც ამბობენ,ბუდას თავისი მოსწავლეებისათვის განსაკუთრებით უყვარდა ერთი საკმაოდ საინტერესო ისტორიის მოყოლა:
“რამდენიმე ადამიანი,ცდილობდა მდინარის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე გადასვლას,თუმცა იგი ძალიან ადიდებული იყო,რის გამოც ამის განხორციელება მეტად რთულად წარმოსადგენი გახლდათ.მიუხედავად ამისა,მათ იმდენად სერიოზული საქმე ელოდათ მდინარის მეორე ნაპირზე მდებარე ქალაქში,რომ გადაწყვიტეს ერთი უბრალო და მიტოვებული ხის ნავის მეშვეობით ადიდებულ მდინარეს შესჭიდებოდნენ.როდესაც მდინარეში შევიდნენ,ისინი დინებამ გაიტაცა,თუმცა ამ “უბრალო” და “ყველასაგან მიტოვებული” ხის ნავის საშუალებით თავი დააღწიეს “გაცოფებული” მდინარის ტალღებს,რის შემდეგაც სამშვიდობოზე გავიდნენ.ნაპირზე გასულმა დაღლილ-დაქანცულმა მგზავრებმა,როდესაც დაისვენეს და გზის გაგრძელება გადაწყვიტეს,იმთავითვე ყურადღება მიაქციეს იმ ნავს,რომელმაც მათ სიცოცხლე შეუნაჩუნა. (ავტორი გენია.ჯი) მათ ერთმანეთში მოითათბირეს,რომ ნავს,რომელმაც მათ სიცოცხლე შეუნარჩუნა,ვერასგზით ვერ მიატოვებდნენ და ვერ მიაგდებდნენ,ამიტომ ყველა მათგანმა ხელში აიტაცა იგი და ქალაქამდე საკმაოდ დიდი მანძილი ამ მეთოდით ატარა.(ავტორი გენია.ჯი) გზაში ყველა გაოცებული შეჰყურებდა უცნაურ მგზავრებს,რომელთაც ერთი მოკრძალებული ხის ნავი,ხელით სათუთად გადაჰქონდათ.ერთ-ერთმა ცნობიმოყვარემ ვერ მოითმინა და მგზავრები შეაჩერა,რა დროსაც ჰკითხა,რომ ქალაქში მდინარე არ არსებობდა და გასაოცარი იყო რაში სჭირდებოდათ მათ ნავი.მგზავრებმა მოუსმინეს ცნობისმოყვარე ადამიანს და უპასუხეს:
- თითოეულ ჩვენგანს,რომლებსაც ეს ნავი ხელით მიგვაქვს,აწი,მთელი ცხოვრების მანძილზე მისი ხელით ტარება მოგვიწევს,რადგან მან ჩვენ სიცოცხლე შეგვინაჩუნა და არანაირი უფლება არცერთ ჩვენგანს არა გვაქვს,იგი ოდესმე მივატოვოთ და მივაგდოთ”. (ავტორი გენია.ჯი)