ჯონ დევისონ როკფელერი – “ეპიზოდი”

მსოფლიოს პირველ ამერიკელ მილიარდერს,ფილანტროპსა და ბიზნესმენს – ჯონ დევისონ როკფელერს (1839-1937 წლები) და მის მეუღლეს – ლაურა სპელმან როკფელერს თანაცხოვრებაში ოთხი ქალიშვილი – ელისაბედი,ალისა,ედიტი,ალტა და ერთადერთი ვაჟიშვილი – ჯონ დავისონი შეეძინათ.საინტერესოა ის გარემოება,რომ როკფელერების უმდიდრეს ოჯახში – “საბაზრო ეკონომიკას” ერთობ მყარად ჰქონდა ფესვი გადგმული.ბავშვები ყოველდღიოურად აწარმოებდნენ ეგრეთ წოდებულ საბუღალტრო წიგნებს.მამის – ჯონ დევისონ როკფელერის მიერ ოჯახში დანერგილი იყო მეტად უცნაური პრაქტიკა. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად,თითოეული ბუზის მოკვლისათვის,როკფელერების ბავშვები ორ ცენტს გამოიმუშავებდნენ; იმ შემთხვევაში თუკი ისინი მუსიკის გაკვეთილებით დაკავდებოდნენ,მამისაგან გასამრჯელოდ ათ ცენტს იღებდნენ; კანფეტებისაგან თავის არიდებისათვის,ბავშვები თითოეულ დღეში ორ ცენტს გამოიმუშავებდნენ.თუმცა უნდა აღნიშნოს ისიც,რომ როკფელერების ოჯახში დამკვიდრებული წესის თანახმად,ბავშვები არა მარტო გამოიმუშავებდნენ ფულს,არამედ ჯარიმდებოდნენ კიდეც.თუკი რომელიმე მათგანი ოჯახურ სადილზე დააგვიანებდა,ერთი ცენტით ჯარიმდებოდა.გარდა ამისა,მათ კვირა დღეს აუცილებლად უნდა წაეკითხათ ერთადერთი წიგნი – “ბიბლია”.სხვა წიგნის წაკითხვის შემთხვევაში ისინი ერთი ცენტით ჯარიმდებოდნენ.საყურადღებოა,რომ მსოფლიოს პირველი მილიარდერის – ჯონ დევისონ როკფელერის მეუღლე – ლაურა სპელმან როკფელერი,მიუხედავად იმისა,რომ უზარმაზარ ფინანსებს ფლობდა,მაინც მუდმივად თავისივე შეკერილი არც თუ ისე გემოვნებიანი კაბებით იმოსებოდა.როკფელერის შთამომავლობიდან,ყველაზე ცნობილ პიროვნებებად იქცნენ – ნელსონ როკფელერი,რომელსაც 1974-1977 წლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა და დევიდ როკფელერი,რომელიც თავის მხრივ “მანჰეტენის ბანკს” ხელმღვანელობდა. (ავტორი გენია.ჯი)

ლაურა სპელმან როკფელერი

როკფელერების შვილები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>