ბეჭდური ტექსტური შეცდომა – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,ბეჭდურ ტექსტში დაშვებული შეგნებული თუ უნებური შეცდომა,საბჭოთა კავშირში 3 წლიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა. 1937 წელს ლენინგრადში გამომავალი ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორი და მისი ყველა თანამშრომელი სწორედ ტექსტში დაშვებული შეცდომების გამო იქნენ “გულაგებში” წლობით გამოკეტილები.“წითელ იმპერიაში” მიიჩნევდნენ,რომ ბეჭდურ ტექსტებში შეცდომები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაშვებულიყო, და თუკი ასეთი სახის შეცდომა მაინც იქნებოდა გაპარებული,მას “ანტისაბჭოურ” ქმედებად განიხილავდნენ,რაც გამომცემლებს თავიანთი თავისუფლების დაკარგვით აგებინედა პასუხს. (ავტორი გენია.ჯი) გასათვალისწინებელია ის გარემოებაც,რომ ნაბეჭდ წიგნებში პირველი შეცდომა,ჯერ კიდევ გერმანელი გამომგომნებლისა და ევროპის პირველი მესტამბის – იოჰან გუტენბერგის (1406-1468 წლები) მიერ დაბეჭდილ წიგნში “ლათინური გრამატიკა”-ში იქნა დაშვებული.მას შემდეგ ასეთი სახის მქონე შეცდომა მილიონობით ნაბეჭდ წიგნებში იქნა აღმოჩენილი.მათ შორის 1631 წელს გამოცემულ ქრისტიანთა წმინდა წიგნ – “ბიბლია”-შიც,სადაც 6 000 სიტყვა არამართებულად იყო გადმოცემული.აღნიშნული წიგნის სრული ტირაჟი,დაშვებული შეცდომების გამო უმალვე იქნა ამოღებული გაყიდვიდან,ხოლო შემდგომ განადგურებული (განადგურებას გადაურჩა მხოლოდ და მხოლოდ 11 ეგზემპლარი).
კომუნისტების პროპაგანდისტული გაზეთის – “პრავდის” ერთ-ერთ ნომერში,დაშვებული იყო შემდეგი სახის შეცდომა: “ამხანაგმა სტალინმა შეხვედრა გამართა პოლონელ ვირთან”.წესითა და რიგით,გაზეთს უნდა დაეწერა,რომ სტალინმა მიღება გამართა პოლონეთის სრულუფლებიან ელჩთან.თუმცა,როგორც ვარაუდობენ,პროკომუნისტურმა პროპაგანდისტულმა გაზეთმა ასეთი სახის შეცდომა შეგნებულად დაუშვა,რადგანაც იმ პერიოდში საბჭოთა კავშირსა და პოლონეთს შორის მეტად დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობა სუფევდა.მას შემდეგ,რაც სტალინი აღნიშნულ შეცდომას გაეცნო,მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმია და უთქვამს: “არ არის აუცილებელი და სავალდებულო გაზეთის რედაქციის დასჯა,რადგანაც მათ სრული სიმართლე დაწერესო”. (ავტორი გენია.ჯი)