პეტრონიუს არბიტერი – “ეპიზოდი”

პეტრონიუს არბიტერი (დაახლოებით 14-66 წლები) – წარმოადგენდა ძველ რომაელ მწერალსა და სენატორს,რომლის სახელთანაც ასოცირდება იმ პერიოდისავის ერთობ პოპულარული ნაწარმოების – “სატირიკონი”-ს დაწერა (აღნიშნულმა ავანტიურულ-სატირული სიუჟეტის შემცველმა რომანმა დღევანდელ დღემდე ფრაგმენტების სახით მოაღწია).პეტრონიუსს მოღვაწეობა მოუწია რომის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და ოდიოზური იმპერატორის – ტიბერიუს კლავდიუს დრუსუს ნერონ გერმანიკუს კეისრის მმართველობის ეპოქაში.ნერონის მიერ წარმართულმა ამაზრზენმა შიდა პოლიტიკამ და ზოგადად,მისმა არაადამიანურმა ქმედებებმა,იგი აიძულა იმპერატორს ოპოზიციაში ჩადგომოდა. (ავტორი გენია.ჯი) ოპოზიციონერ სენატორს რამდენიმე ხნის გასვლის შემდგომ,სხვა ოპოზიციონერ სენატორებთან ერთად ბრალი დასდეს ნერონის წინააღმდეგ შეთქმულების მომზადებაში.როგორც დიდი ძველ რომაელი ისტორიკოსი და ანტიკური ხანის ერთ-ერთი უდიდესი მწერალი – პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი გადმოგვცემს,მას შემდეგ,რაც ოპოზიციონერ სენატორებს ბრალი დასდეს იმპერატორის წინააღმდეგ შეთქმულების მომზადებაში,იმ დღიდანვე დაიწყო მათი უცნაურ ვითარებებში გარდაცვალება.ოპოზიციონერი ძველ რომაელი სენატორების გარდაცვალების უმთავრეს მიზეზად კი მოსახლეობა რაღა თქმა უნდა ნერონს მიიჩნევდა.დარწმუნდა-რა იმაში,რომ ნერონის მსახვრალ ხელს ვერც პეტრონიუს არბიტერი გადაურჩებოდა,გადაწყვიტა თავად მოესწრაფა სიცოცხლე. ძვ.წ.აღ-ით 66 წელს პეტრონიუსმა ვენები გადაიჭრა.მისი აღსასრულის პროცესს ესწრებოდნენ მისივე უახლოესი მეგობრები.საინტერესოა ის გარემოება,რომ მეგობრის სიკვდილის მოლოდინში ისინი აჟღერებდნენ სხვადასხვა მუსიკალურ ჰანგებს და ჰყვებოდნენ ლექსებს.ამ მეთოდით პეტრონიუსის უახლოესი ადამიანები ცდილობდნენ მისთვის სიცოცხლის აღსასრული შეემსუბუქებინათ.როგორც ძველი ისტორიული წყაროებიდან ვგებულობთ,ამ უცნაური სუიციდური აქტის ჩადენის დროს,სისხლისაგან თითქმის დაცლილი ძველ რომაელი მწერალი და სენატორი თავის მეგობრებთან დიალოგსაც აწარმოებდა და სანამ აღესრულებოდა,რამდენიმე თავისი მონის დაჯილდოვება და დასჯაც მოასწრო.პეტრონიუს არბიტერი,ავტორი “სატირიკონი”-სა, ძვ.წ.აღ-ით 66 წელს სამარადჟამო ძილს მიეცა. (ავტორი გენია.ჯი)

პეტრონიუს არბიტერი

“სატირიკონი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>