როგორ დაკარგა პერუს რესპუბლიკამ ერთ დღეში ქვეყნის ორი ხელმძღვანელი?!
1868 წლის 2 აგვისტოს სამხრეთ ამერიკის დასავლეთ ნწაილში,წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე პერუს რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა პერუელმა სამხედრო და პოლიტიკურმა მოღვაწემ – ხოსე ბალტამ (1814-1872 წლები).იმ დროისათვის ქვეყნის ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.იმისათვის,რომ სიტუაცია გამოესწორებინა,ბალტამ ფინანსთა მინისტრად დანიშნა – ნიკოლას დე პიეროლა,რომელმაც თავის მხრივ იმ პერიოდის პერუს რესპუბლიკის ბიუჯეტის ძირითადი შემოსავლის წყაროს – გუანოს (ზღვის ფრინველების გამომშრალი სკორე,რომელსაც სასუქად გამოიყენებენ) მოპოვებისა და გადამუშავების ექსკლუზიური უფლება ფრანგულ კომპანია – “Dreyfus”-ს მიჰყიდა.კონტრაქტიდან შემოსული ფულით,ბალტას მთავრობამ სარკინიგზო მაგისტრალების აგება დაიწყო.თუკი 1861 წელს პერუში სულ რაღაც 90 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზი ფუნქციონირებდა, 1874 წლისათვის ამ მაჩვენებელმა 947 კილომტრს მიაღწია. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,ბალტას ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო ქვეყნის მოდერნიზაციაც.დედაქალაქში აგებული იქნა ახალი ხიდები,ქუჩები,საპორტო მოედნები და განხორციელებული იქნა სხვა ინფასტრუქტურული პროექტები.პერუში დადაწყებულმა მოდენიზაციამ ადგილობრივების ეკონომიკური მდგომარეობის მეტ-ნაკლებად გაუმჯობესება გამოიწვია.
1871 წელს სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გამართულიყო.გავრცელებული ხმების თანახმად,პერუს მოქმედ პრეზდენტს მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარი ძმა – ხუან ფრანსისკო ბალტა უნდა წარედგინა.თუმცა აღნიშნული ხმები სინამდვილეს არ შეესაბამებოდა,რადგან როგორც მალევე გაირკვა,ბალტა მხარს ანტონიუ არენასის საპრეზიდენტო კანდიდატურას უჭერდა.მიუხედავად მოქმედი პრეზიდენტის მხარდაჭერისა,ანტონიუმ თავის კონკურენტთან – მანუელ პარდოსთან მაინც მარცხი განიცადა. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ პერუს რესპუბლიკის არსებობის ისტორიაში პირველად დაფიქსირდა მოვლენა,როდესაც ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლად არა სამხედრო პირი,არამედ ჩვეულებრივი სამოქალაქო პირი მივიდა.მას შემდეგ,რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ანტონიუ დამარცხდა,ბალტასთან პირადი შეხვედრა გამართა გავლენიანმა პერუელმა სამხედრო და პოლიტიკურმა მოღვაწემ – ტომას გუტიერესმა.მან ხოსე ბალტას სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება შესთავაზა,რაზეც მისგან კატეგორიული უარი მიიღო,რაც იმ პერიოდის პერუსათვის მართლაც უცნაურ შემთხვევას წარმოადგენდა.მიუხედავად ამისა,გუტიერესმა სახელმწიფო გადატრიალება მაინც მოახდინა და 1872 წლის 22 ივლისს ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი პოსტიდან დაითხოვა.იმავე დღეს ხოსე ბალტა დააპატიმრეს.პერუელ ხალხში გუტიერესის მიერ ჩადენილმა ქმედებამ დიდი აღშფოთება გამოიწვია.მას მხარი არც პერუს სამხედრო და საზღვაო ძალებმა არ დაუჭირეს. 26 ივლისს განხორციელებული არეულობებისას მოკლული იქნა ტომას გუტიერესის ძმა – სილვესტრი,რის შემდეგაც ტომასის მეორე ძმამ – მარსელინიომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის – ხოსე ბალტას დახვრეტის ბრძანება გასცა. 1868 წლის 26 ივლისვე ხოსე ბალტა დახვრიტეს.ამ ფაქტმა კი პერუს მოსახლეობის კიდევ უფრო დიდი გაღიზიანება გამოიწვია.ბალტას შურისძიებით განმსჭვალული მხარდამჭერები,აღშფოთებულ პერუელ მოქალაქეებთან ერთად საპრეზიდენტო სასახლისაკენ დაიძრნენ,შეიჭრნენ მასში,დააკავეს ტომას გუტიერესი და იგი “ლინჩის წესით” გამოასალმეს წუთისოფელს.მისი სასტიკი მკვლელობის შემდეგ კი,გუტიერესის ცხედარი ქვეყნის დედაქალაქში მდებარე ლიმას საკათედრო ტაძრის ერთ-ერთი კოშკიდან “საჩვენებლად” ჩამოჰკიდეს.ასე დაკარგა პერუს რესპუბლიკამ ერთ დღეში ქვეყნის ორი ხელმძღვანელი პირი. (ავტორი გენია.ჯი)
ხოსე ბალტა
ხოსე ბალტას დახვრეტა
ტომას გუტიერესი