ჰარი ტრუმენი – “ეპიზოდი”

ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 33-ე პრეზიდენტმა და იაპონური ქალაქების ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური იარაღით დაბომბვის ინიციატორმა  - ჰარი ტრუმენმა (1884-1972 წლები),პრეზიდენტობის კანდიდატად თავისი პერსონის მესამედ წარდგენაზე უარი განაცხადა (თუმცა ამას აშშ-ის კონსტიტუცია არ უკრძალავდა).ამერიკელი ერისადმი მისი უკანასკნელი მიმართვის ბოლოს განაცხადა: “მე კვლავ გავხვდები ერთი ჩვეულებრივი,კერძო მოქალაქე ამ დიადი ქვეყნისა.ისევე,როგორც ეს უნდა იყოს”. 1957 წელს იგი ოჯახთან ერთად მისურის შტატში მდებარე მშობლიურ ქალაქ ლამარში ყოველგვარი დაცვის გარეშე დაბრუნდა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ აშშ-ის ექსპრეზიდენტი საკმაოდ რთულ ფინანსურ კრიზისს განიცდიდა და საკმაოდ დიდ ვალებშიც იყო ჩაფლული,მან მაინც კატეგორიული უარი განაცხადა საპრეზიდენტო პენსიის აღებასა და სხვა,წესით დადგენილი პრივილეგიებით სარგებლობაზე.მოგვიანებით ბანკიდან კრედიტიც აიღო.იმისათვის,რომ ვალები გაესტუმრებინა,ჰარი ტრუმენი გამომცემლებს დათანხმდა მემუარების დაწერას.მემუარების დაწერისათვის მან ჰონორარის სახით 670 000 $ აიღო,თუმცა,მას შემდეგ რაც ყველა ვალი სრულყოფილად დაფარა,ხელზე მხოლოდ 37 000 $-ღა დარჩა.მოგვიანებით ჰარი ტრუმენმა ბიბლიოთეკა გახსნა,სადაც თავისი ცხოვრების დარჩენილ დღეებში ხშირად დადიოდა.ჰარი ტრუმენი გარდაიცვალა 1972 წლის 26 დეკემბერს მისურის შტატში მდებარე ქალაქ კანზას-სიტიში. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>