ნოგი მარასუკე – “ეპიზოდი”
ნოგი მარასუკე (1849-1912 წლები) – წარმოადგენდა იაპონის იმპერიის არმიის იმ გენერალსა და ტაივანის რიგით მესამე გენერალ-გუბერნატორს,რომელიც სათავეში უდგა პორტ-არტურის მოალყე იაპონურ მესამე არმიას.როგორც ცნობილია,რუსეთ-იაპონიის ომის პერიოდში,პორტ-არტურზე იაპონური არმიის თავდაპირველი შტურმი სამარცხვინო მარცხით დასრულდა,რამაც საალყო დროის გახანგრძლივება გამოიწვია. 1905 წლის 2 იანვარს მიუხედავად დიდი მსხვერპლისა,იაპონელებმა პორტ-არტური მაინც აიღეს.გარდა ათიათასობით დაღუპული იაპონელი ჯარისკაცისა,ბრძოლებში დაიღუპა ნოგი მარასუკეს ორი ვაჟიშვილიც.პორტ-არტურის იაპონელთა ხელში გადასვლამ – ნოგი მარასუკე ეროვნული გმირის მანტიით შემოსა.
მას შემდეგ,რაც ომი დასრულდა,მარასუკემ პირადად გადასცა “ამომავალი მზის” ქვეყნის იმპერატორს – მუცუჰიტოს თავისი არმიისა და პირადად მის მიერ ბრძოლებისას ჩადენილი ქმედებების შესახებ ინფორმაცია.პორტ-არტურის ალყის პერიპეტიების დეტალურად განხილვისას,იაპონელმა გენერალმა ცრემლები ვერ შეიკავა და საკუთარი თავი არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა.იგი ასევე თავს დამნაშავედ მიიჩნევდა იმ 110 000 იაპონელი ჯარისკაცის დაღუპვაშიც,რომლებიც პორტ-არტურის ალყის პერიოდში დაეცნენ ბრძოლის ველზე.თავისი დანაშაულის გამოსასყიდად იაპონელმა გენერალმა იმპერატორს “ჰარაკირის” რიტუალური თვითმკვლელობის ჩატარების თხოვნით მიმართა.მუცუჰიტომ მარასუკეს კატეგორიულად აუკრძალა სუიციდის ჩადენა იმ დრომდე,სანამ თავად იყო ცოცხალი,რასაც გენერალი რაღა თქმა უნდა უსიტყვოდ დამორჩილდა. 1912 წლის 30 ივლისს მუცუჰიტო გარდაიცვალა.აღნიშნულმა მოვლენამ კი ხელ-ფეხი გაუხსნა ნოგი მარასუკეს იაპონური თვითმკვლელობის რიტუალი – “სეპუკუ” აღესრულებინა.თუმცა საინტერესოა ის გარემოება,რომ 1912 წლის 13 სექტემბერს არა მარტო ნოგი მარასუკემ ჩაიტარა “სეპუკუ”,არამედ ამავე მეთოდით სიცოცხლე მოისწრაფა მისმა მეუღლემაც.საყურადღებოა ისიც,რომ თვითმკვლელობის აქტის ჩადენამდე იაპონელმა გენერალმა თავისი ხარჯებით ბრძოლებში დაჭრილი იაპონელი ჯარისკაცებისათვის ააგო საავადმყოფოები,ხოლო დაღუპული იაპონელი ჯარისკაცების სახელების უკვდასამყოფად კი ააგო რამდენიმე ძეგლი. (ავტორი გენია.ჯი)