ისააკ დოიჩერის წიგნიდან – “სტალინი”
1. სტალინის ადრეული ბავშვობის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი.ექვსი თუ შვიდი წლის ასაკში ყვავილი შეეყარა,რაც სამუდამოდ აღებეჭდა სახეზე.ბავშვი მეორედ გახდა ავად,როდესაც მარცხენა ხელი გაიჭრა და ჭრილობიდან სისხლში ინფექცია შეეჭრა.მოგვიანებით ის იხსენებდა,რომ მაშინ ძლივს გადაურჩა სიკვდილს.გამოჯანმრთელებული ბიჭი თავისუფლად ვეღარ ხრიდა ხელს იდაყვში.ამ უმნიშვნელო ნაკლის გამო მომავალი გენერალისიმუსი 1916 წელს სამხედრო სამსახურიდან გაანთავისუფლეს.
2. სტალინის ბავშვობის მეგობარი ირემაშვილი იხსენებდა,რომ “უმიზეზო ცემამ ბავშვი მამასავით უგულო და ბოროტი გახადა”.მამის (სტალინის მამის – ბესარიონ ჯუღაშვილის) გულქვაობამ ბავშვს გამოუმუშავა უნდობლობა,სიფხიზლე,თავის დაძვრენის ჩვევა,ფარისევლობა და ამტანობა.ცხოვრებამ ბავშვობაშივე ბევრი ისეთი რამ ასწავლა,რაც მომავალშიც გამოადგებოდა.
3. ყველაზე მეტად სტალინს სამი რუსი სატირიკოსი მწერალი – სალტიკოვ-შჩედრინი,გოგოლი და ჩეხოვი მოსწონდა,რომელთა გამონათქვამებსაც მომავალში ხშირად გამოიყენებს მოხსენებებსა და სტატიებში.დასავლეთევროპული ლიტერატურიდან კი იოსები სიამოვნებით კითხულობდა რუსულ ენაზე თარგმნილ ვიქტორ ჰიუგოს რომანებსა და უილიამ თეკერეის “ამაოების ბაზარს”.მის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა წიგნებმა დარვინისტული ბიოლოგიის,ასევე ეკონომიკისა და სოციოლოგიის შესახებ. – (ავტორი გენია.ჯი)
4. ბათუმში საჭირო იყო ენერგიული სოციალისტი ორგანიზატორი.სწორედ ბათუმში დაირქვა ჯუღაშვილმა ფსევდონიმი “კობა”,რაც თურქულ ენაზე “დაუმორჩილებელს” ნიშნავს.კობა იყო ასევე ჯუღაშვილის საყვარელი მწერლის – ყაზბეგის ერთ-ერთი შურისმაძიებელი პერსონაჟის სახელი.სტალინად ქცევამდე რევოლუციონერი თანამზრახველები მას ყველაზე ხშირად სწორედ კობათი მიმართავდნენ,ხოლო ხანშიშესული კავკასიელი ბოლშევიკებისათვის იგი დიდი ხნის შემდეგაც კობად დარჩა.
5. “მხოლოდ მჩაგვრელთა ჩონჩხებზე მოვიპოვებთ ადამიანების თავისუფლებას,მხოლოდ მჩაგვრელთა სისხლს შეუძლია ხალხის თვითმართველობისთვის ნიადაგის შემზადება”. – (წერდა რევოლუციის წინ სტალინი)
6. ლენინის პერსონალურ კართოტეკაში იგი შესული იყო პიროვნებად,ვისაც თავად უნდა ეზრუნა საკუთარ განათლებაზე.
7. ბაქოს ციხე ძალიან განსხვავდებოდა შედარებით მშვიდი ბათუმის ციხისგან,სადაც კობა რამდენიმე წლის წინ იჯდა.სიკვდილით დასჯის მომლოდინე მსჯავრდებულები ხშირად ერთად ჰყავდათ ხოლმე შეყრილი,სხვებისგან განცალკევებით.განაჩენს ციხის შიდა ეზოში აღასრულებდნენ.ადამიანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმდებოდა,როცა ის საკუთარი თვალით ხედავდა,რამდენიმე დღით ადრე მასთან მოკამათე ადამიანი როგორ გაჰყავდათ სახრჩობელაზე.თუკი თვითმხილველებს დავუჯერებთ,კობას ამ დროს ღრმად ეძინა და ხვრინავდა,რითაც ამხანაგებს ძლიერი ნერვების მაგალითს უჩვენებდა,ან გერმანულ გრამატიკაში მეცადინეობას იწყებდა.
8. 1912 წლის დეკემბერში კობამ დაახლოებით ექვსი თვით დატოვა რუსეთი.შემდეგში უცხოეთში ამდენი ხანი აღარასოდეს გაჩერებულა.
9. სამოქალაქო ომის დასრულებისთანავე იგი სამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე დაინიშნა.სტალინი იყო ეროვნული საქმეების კომისარი,მუშათა და გლეხთა ინსპექციის კომისარი და პოლიტბიუროს წევრი.
10. სტალინმა,რომელიც სამი წლით ადრე ფინელებს შეჰპირდა – “ფინელი ხალხის არანაირი კონტროლი ზემოდან!”,ამჯერად ბრძანება გასცა საქართველოში წითელი არმიის შესვლაზე.მისი მეგობარი სერგო ორჯონიკიძე დამპყრობელი არმიის პოლიტიკური კომისარი იყო.კამპანიის მზადებას სამხედრო კომისარი უკანასკნელ მომენტამდე საიდუმლოდ ინახავდა.მაგრამ ბოლოს მას მხარი დაუჭირეს ლენინმა და პოლიტბიურომ.მათ ამცნეს,რომ თბილისში კომუნისტურმა ამბოხებამ იფეთქა და წითელ არმიას შეეძლო,ამბოხებულთათვის გადამწყვეტი დახმარება გაეწია.კომუნისტურმა აჯანყებამ თბილისსი მართლაც იფეთქა,მაგრამ გამარჯვებისათვის საკმარისი სახალხო მხარდაჭერა არ ჰქონია.
11. 1921 წლის 6 ივლისს სტალინმა თბილისში პარტიული კრება ჩაატარა და ოპონენტების წინააღმდეგ გაილაშქრა.მან აღწერა ეკონომიკური მდგომარეობა,რომელიც საქართველოში შეიქმნებოდა,თუკი ქვეყანა “იზოლაციაში” აღმოჩნდებოდა და აჩვენა კავკასიასთან გაერთანების უპირატესობები.სტალინმა განაცხადა,რომ ნავთობი საქართველოში ბაქოდან უსასყიდლოდ შევიდოდა; ხოლო კავკასიის რესპუბლიკები რუსეთისგან რამდენიმე მილიონი რუბლის ღირებულების სესხს მიიღებდნენ ოქროთი.ამ საჩუქრებზე საუბრის შემდეგ იგი “ადფგილობრივი ნაციონალიზმის” ლანძღვას შეუდგა.სტალინმა აღნიშნა,რომ გაოცებული იყო ადგილობრივი შოვინიზმით,ასე ღრმად რომ გაედგა ფესვები კავკასიაში; ქართველ კომუნისტებს ნაციონალისტები “ცხელი უთოთი უნდა ამოეშანთათ”.მათ წმენდას არ უნდა მორიდებოდნენ.
12. სტალინის ქადაგება საკუთარი ხალხის წინაშე იგივე იყო,ბრიტანეთის კაბინეტის წევრს დუბლინის აუდიტორიის წინაშე რომ ემხილებინა ბრიტანული იმპერიალიზმი,როგორც ირლანდიის ეროვნულობის “ჰიდრა”.
13. 1923 წლის 4 იანვარს ლენინმა ანდერძის პოსტკრიპტუმი უკარნახა მდივანს.დოკუმენტი გადმოსცემდა იმ ადამიანის სიბრაზეს,რომელიც გრძნობდა,რომ რჩეულმა თანაშემწემ მოატყუა: “სტალინი ხეპრეა და ეს შეცდომა… გენერალურ სამდივნოში მისი ყოფნა უკვე აუტანელია.ამიტომ მოვუწოდებ ამხანაგებს,რომ მოაშორონ სტალინი ამ პოზიციას და ჩაანაცვლონ იმით… ვინც იქნება უფრო მომთმენი,ლოიალური,თავაზიანი,ყურადღებიანი ამხანაგების მიმართ და არ იქნება ახირებული.ეს საკითხი შესაძლოა არაფრისმთქმელ წვრილმანად გვეჩვენოს,მაგრამ ვფიქრობ,რომ ზემოთ აღნიშნული განხეთქილების საშიშროებისა და სტალინსა და ტროცკის შორის დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე ეს უკვე ან აღარ არის წვრილმანი,ან ამ წვრილმანმა,შეიძლება,გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინოს”. – (აღნიშნული ანდერძი დიდი ხნის განმავლობაში არ იყო გასაჯაროებული – ავტორი გენია.ჯი)
14. სტალინი სიტყვით გამოდის სამგლოვიარო მიტინგზე.
მდიდრული ცერემონია არაფრით არ ეთანხმებოდა ლენინის ცხოვრების სტილს.ის ვერანაირ პომპეზურობას ვერ იტანდა.ცერემონია გათვლილი იყო იმაზე,რომ პრიმიტიული,ნახევრად აღმოსავლური მოსახლეობა მოემზადებინა ლენინიზმის ახალი კულტისატვის.ასე რომ,ლენინის ქვრივის პროტესტისა და მრავალი ბოლშევიკი ინტელექტუალის აღშფოთების მიუხედავად,ბელადის ბალზამირებული სხეული წითელ მოედანზე აღმართულ მავზოლეუმში დაასვენეს.ათიათასობით გლეხისათვის,რომელთაც წინასწარმეტყველები,წმინდანები,წმინდა ადგილები და ხატები ესაჭიროებოდათ და რომელთა რელიგიური ინსტიქტები რევოლუციამ ჩაახშო,მავზოლეუმი მალე პილიგრიმობის ათეისტურ მექად იქცა.
15. იგი ფრთხილად ამყარებდა კავშირს სხვადასხვა პოპულარულ თუ ნაკლებად პოპულარულ ადამიანებთან,იქნებოდა ის რეგიონული მდივანი,სატირიკოსი მწერალი,თუ უცხოელი ვიზიტორი.თავად მდუმარე და სიტყვაძვირი,სხვების მოსმენის გასაოცარი უნარით გამოირჩეოდა.ზოგჯერ სტალინის დანახვა შეიძლებოდა კიბის კუთხეში,სადაც განუყრელ ჩიბუხს აბოლებდა და საათობით უსმენდა აღელვებულ თანამოსაუბრეს,რომელსაც იშვიათად თუ გააწყვეტინებდა სიტყვას რამდენიმე შეკითხვით.ეს იყო სტალინის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება,რომელშიც თითქოს საკუთარ თავზე გაზვიადებული წარმოდგენის ნატამალიც კი არ იყო.თავისი პრობლემების გაზიარების შესაძლებლობით ბედნიერი თანამოსაუბრე იშვიათად თუ დაუფიქრდებოდა,რომ საუბრის დროს სტალინს თავისი აზრი არ გამოუთქვამს.თუკი სტალინის პირად მდივანს დავუჯერებთ,იგი არავის ანდობდა თავის ფიქრებს და ძალიან იშვიათად თუ გაუზიარებდა მათ უახლოეს მეგობრებს.იგი დუმილის დაცვის დიდოსტატი იყო ქვეყანაში,სადაც ყველანი მეტისმეტად ბევრს ლაპარაკობდნენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
16. 1929 წელს,ლენინის გარდაცვალებიდან ხუთი წლის შემდეგ,საბჭოთა რუსეთში დაიწყო მეორე რევოლუცია,რომელსაც სტალინი პირადად ხელმძღვანელობდა.მეორე რევოლუციამ დაახლოებით 160 მილიონი ადამიანის ცხოვრებაზე კიდევ უფრო მასშტაბური და გამანადგურებელი გავლენა მოახდინა,ვიდრე პირველმა.მან საფუძველი ჩაუყარა რუსეთის სწრაფ ინდუსტრიალიზაციას და ასეულობით მილიონი გლეხი აიძულა,მიეტოვებინა კუთვნილი მიწის პატარა ნაკვეთები,პრიმიტიული მიწათმოქმედება და გაერთიანებულიყო კოლექტიურ მეურნეობებში. (ავტორი გენია.ჯი) მეორე რევოლუციამ დაუნდობლად აღგავა პირისაგან მიწისა “მუჟიკების” პირველყოფილი ხის გუთანი და გლეხები თანამედროვე ტრაქტორების საჭესთან დასვა.მეორე რევოლუციამ მილიონობით უწიგნური ადამიანი სკოლაში მიიყვანა და წერა-კითხვა ასწავლა; მანვე გამოიწვია ევროპული რუსეთის დაშორება ევროპისგან და აზიური რუსეთის მიახლოება იმავე ევროპასთან.მეორე რევოლუციამ უამრავი სიკეთე მოიტანა,მაგრამ გადახდილი საფასურიც არ იყო ნაკლები – მთელმა თაობამ დაკარგა სულიერი და პოლიტიკური თავისუფლება.მკითხველს მოუწევს უკიდურესად დაძაბოს წარმოსახვის უნარი,რომ სრულყოფილად აღიქვას ამ უდიდესი ცვლილებების კომპლექსურობა.რაც არ უნდა ყოვლისმომცველი იყოს სხვადასხვა ეპოქის ადამიანების მოღვაწეობა,როგორებიც რუსეთში ივანე მრისხანე,პეტრე პირველი თუ სხვა ერების დიდი რეფორმატორები იყვნენ,ნებისმიერი მათგანის ფიგურა სტალინთან შედარებით უმნიშვნელო ჩანს.