კამერუნის რესპუბლიკის ეროვნული გერბი
ცენტრალური აფრიკის დასავლეთ ნაწილში მდებარე – კამერუნის რესპუბლიკის სუვერენიტეტის დამადასტურებელ ერთ-ერთ უმთავრეს ჰერალდიკურ სიმბოლოდ – ეროვნულ დროშასთან ერთად მიიჩნევა – ეროვნული გერბი.დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ქვეყნის ხელისუფლებამ სულ სხვა,კერძოდ,ქალის თავის გამოსახულების მქონე გერბი დაამტკიცა.თუმცა იგი მოქმედებაში მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იყო. (ავტორი გენია.ჯი) გერბის მეორე ვერსიაზე,რომელიც თავის მხრივ თანამედროვე კამერუნის ეროვნული გერბს ძალიან ჩამოჰგავდა,დატანილი იყო ქვეყნის სახელწოდება და დამოუკიდებლობის მოპოვების თარიღი: “კამერუნის რესპუბლიკა – 1 იანვარი 1960 წელი”. 1961 წელს განხორციელდა კამერუნის დასავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილების გაერთიანება,რამაც გერბზე გამოსახულ ტექტში რიგი ცვლილებები შეიტანა და მასზე გაჩნდა ახალი სახის წარწერა: “კამერუნის ფედერაციული რესპუბლიკა”.გარდა ამისა,მასზე ჩამოშორებული იქნა დამოუკიდებლობის მოპოვების თარიღიც. 1972 წელს კამერუნი ფედერაციული რესპუბლიკა ჩამოყალიბდა,როგორც – გაერთიანებული კამერუნის რესპუბლიკა. 1975 წელს კი ქვეყანას საბოლოოდ – კამერუნის რესპუბლიკა ეწოდა.
თანამდეროვე კამერუნის რესპუბლიკის გერბის ზემოთა და ქვემოთა ნაწილებზე ინგლისურ და ფრანგულ ენებზე გახლავთ ტექსტები გაკეთებული,რადგან ორივე ენა ქვეყნის ოფიციალურ ენებად არის აღიარებული.გერბზე გამოსახული ფარი ეროვნული დროშის ფერებით არის წარმოდგენილი.მის ზემოთ ასახულია ფასცები,რომლებიც ისევე როგორც ძველ რომში,კამერუნშიც ძალაუფლების სიმბოლოსთან ასოცირდება.ფარის შუა ნაწილში კარგად ჩანს კამერუნის რესპუბლიკის სქემატური რუკა,რომლის შუაშიც მართლმსაჯულების (იუსტიციის) სასწორია დატანილი,როგორც სიმბოლო – სამართლიანობისა.
გერბის ქვემოთა ნაწილზე გაკეთებული ინგლისურ-ფრანგულ ენოვანი წარწერები ქვეყნის ოფიციალურ სახელწოდებას გვაუწყებენ,ხოლო ზემოთა ნაწილზე გაკეთებული ტექსტები კი კამერუნის რესპუბლიკის ეროვნულ დევიზს: “მშვიდობა,შრომა,სამშობლო”-ს ასახავს.თანამედროვე კამერუნის ეროვნული გერბი დამტკიცებული იქნა 1986 წელს ქვეყნის ერთპალატიანი პარლამენტის – “ეროვნული კრების” მიერ. (ავტორი გენია.ჯი)