მალაიური ვაშლი
მალაიური ვაშლი – წარმოადგენს მარადმწვანე ხეხილოვან მცენარეს მირტისებრთა ოჯახისა,რომლის სამშობლოდაც სამხრეთ აზიაში მდებარე ქვეყანა – მალაიზიაა მიჩნეული.გარდა ამისა,მათი გავრცელების არეალებია – სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონები,ინდოეთი და წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულები. (ავტორი გენია.ჯი) XVI საუკუნეში აღნიშნული მცენარე პორტუგალიელი მეზღვაურების მიერ შეტანილი იქნა აღმოსავლეთ აფრიკაში,ხოლო 1793 წელს მალაიური ვაშლი იამაიკის კუნძულზეც გამოჩნდა,საიდანაც იგი ამერიკის კონტინენტზე იქნა გავრცელებული.
მალაიური ვაშლის ხე ძალიან ნელი ტემპით მზარდი მცენარეა.მისი სიმაღლე 12 მეტრიდან 18 მეტრამდე მერყეობს.გააჩნია პირამიდისმაგვარი გვირგვინი.ელიფსურ-ლანცეტისმაგვარი ფორმის მქონე ფოთლები,რომელთა სიგრძე 15-45 სანტიმეტრი,ხოლო სიგანე 9-20 სანტიმეტრია,ზემოთა მხრიდან მუქი მწვანე შეფერილობისაა,ქვემოთა მხრიდან კი ღია-მწვანე.მალაიური ვაშლის ახალგაზრდა ფოთლები თავდაპირველად წითელი ფერისაა. 5-7,5 სანტიმეტრის ყვავილები მუქი-წითელი,ვარდისფერი,თეთრი ან ყვითელი ფერთა გამებით გამოირჩევიან.წაგრძელებული ან ზარისმაგვარი ფრომის მქონე ნაყოფის სიგრძე 5-10 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 2,5-7,5 სანტიმეტრი.ისინი დაფარულნი არიან მოვარდისფრო-მოწითალო ან მუქი წითელი ფერებით,რომლებსაც თან დაჰყვება თეთრი,წითელი ან ვარდისფერი ზოლები.ნაყოფის თეთრი შიგთავსი რბილი და არომატულია.მათ,როგორც ვაშლის სხვა სახეობებს,უმი ფორმით მიირთმევენ.გარდა ამისა,მათგან ამზადებენ ჟელეებს.პუერტო-რიკოში მალაიური ვაშლისაგან ხდიან თეთრ და წითელ ღვინოებს,ხოლო ინდონეზიაში აღნიშნული ხის ყვავილებს სალათების დასამზადებლადაც გამოიყენებენ. (ავტორი გენია.ჯი)