ემილიო მარკოს პალმა – “ეპიზოდი”
რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, 1977 წლის დასასრულს მეშვიდე თვის ფეხმძიმობაში მყოფი არგენტინელი ქალბატონი – მარია სილვია ემილიო,სპეციალურად იქნა გადაგზავნილი ანტარქტიდის ყინულოვან კონტინენტზე განთავსებულ ესპერანსას სადგურზე,რათა სწორედ იქ გაეჩინა ბავშვი. (ავტორი გენია.ჯი) ამ უცნაური მოვლენის მიზეზი გახლდათ ის ფაქტი,რომ არგენტინა ანტარტიკის აღნიშნულ სადავო ნაწილს,რომელსაც ეგრეთ წოდებულ – “არგენტინის ანტარქტიკად” მოიხსენიებენ (შედგება ანტარქტიდის ნახევარკუნძულისა და სამკუთხა მონაკვეთისგან,რომელიც შემოსაზღვრულია დასავლეთ 25°-ე და 74°-ე მერიდიანებით და სამხრეთ 60°-ე პარალელით,ხოლო წვერი მდებარეობს სამხრეთ პოლუსში),საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.შესაბამისად,ამ ქმედებით არგენტინის ხელისუფლებას სურდა დაემტკიცებინა ის რომ,ანტარქტიდის ყინულოვან ნაწილზე მისი პრეტენზია სრულიად სამართლიანი გახლდათ. 1978 წლის 7 იანვარს ანტარქტიდის კონტინენტზე კაცობრიობის ისტორიაში პირველი ბავშვი დაიბადა,რომლესაც სახელად – ემილიო მარკოს პალმა უწოდეს.მას არგენტინის ხელისუფლებამ უმალვე არგენტინის მოქალაქეობა მიანიჭა,რითაც ხაზი გაუსვა იმას,რომ ის ტერიტორია,სადაც ბავშვი დაიბადა,მისი ტერიტორიული საკუთრება გახლდათ.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ ემილიოს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობის მიღებაც თავისუფლად შეეძლო,რადგან ტერიტორია,რომელზეც ის დაიბადა – ბრიტანეთის ანტარქტიდულ ტერიტორიადაც განიხილება.თუმცა ეს გადაწყვეტილება არც მისმა მშობლებმა მიიღეს და არც თავად მოისურვა ბრიტანეთის მოქალაქეობა. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. საინტერესოა ის გარემოებაც,რომ ანტარქტიდის ყინულოვან კონტინენტზე გარდა ემილიო მარკოს პალმასი,კიდევ 9 ბავში დაიბადა.თუმცა ისინი ემილიოს დაბადების შემდეგ დაიბადნენ ამ უმკაცრესი კლიმატის მქონე კონტინენტზე. (ავტორი გენია.ჯი)