აკჰას ხალხი – “ეპიზოდი”
ჩინეთის სამხრეთით,ლაოსის ჩრდილოეთით,ინდოეთის აღმოსავლეთით,მიანმასა და ტაილანდში ცხოვრობს ტიბეტო-ბირმული წარმომავლობის მქონე მთის სოფლის მეურნე ხალხი (სულ 500 000-მდე) – აკჰა,რომლებიც ისტორიკოსთა ვარაუდით მონღოლეთის ტერიტორიიდან არიან ემიგრირებულნი,სადაც ისინი დააახლოებით 2 000 წლის წინ სახლობდნენ.აკჰას ხალხი გამოირჩევა ხელნაკეთების,მათ შორის სუვენირებისა და თავსამკაულების დამზადების შესანიშნავი ოსტატობით. (ავტორი გენია.ჯი) მათ ტრადიციულ სოფლებში,თითოეული ხიმინჯებიანი სახლი ბელადის სახლის ირგვლივ არის აგებული.სოფლის შემოსასვლელში აღმართულია ხის მასიური კარები,რომელთა ორივე მხარეს ქალისა და მამაკაცის ქანდაკებებია განთავსებული.საყურადღებოა ის გარემოება,რომ აკჰას მოდგმის ხალხში ყოველი სუსტი სქესის წარმომადგენელი თამბაქოს მასიური მომხმარებელია.ისინი ძველი ტრადიციების მიმდევარი ხალხია,თუმცა სხვადასხვა ქვეყნებში მაცხოვრებელი აკჰას ხალხი თავისებური ცრურწმენებითაც გამოირჩევა.ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ცრურწმენით განსაკუთრებით გამოირჩევა ლაოსის ჩრდილოეთში მაცხოვრებელი აკჰას ხალხი.კერძოდ,ისინი ბოროტი სულების განსადევნად თავიანთი სახლის კარის ბოძებზე ამაგრებენ ავტომატ “კალაშნიკოვის” და “ხელის ხელყუმბარების” ხისაგან დამზადებული მოდელებს.მათი რწმენით,ასეთ კარებში შესვლას ვერც ერთი ბოროტი სული შესვლას ვერ გაბედავს. (ავტორი გენია.ჯი)
აკჰას ხალხის ერთ-ერთი ხიმინჯებზე შემდგარი სახლი