ვაჟა ხორნაული – “მაისის სავანეში”

სიყვარულს ცრემლისთვალებას

თუ არ გაუღე კარია - 

ამაოდ დაიხარჯება

შენი ხმალი და ფარია,

როგორც გულიდან,ციდანაც,

ჩამოგაწყდება ზარია,

აღარც ცოცხალი იქნები,

არც დაგერქმევა მკვდარია,

სადღაც ნაპირზე დარჩები,

გზას გააგრძელებს გვარია.

* * *

ცეცხლი არ წაგეკიდება,

არ გაგიკარებს წყალია,

ერთხელ არ გაგიცინებენ

წვიმა,ელვა და ქარია.

არც მხსენებელი დაგრჩება,

არც – ნაკვალევი მკრთალია,

ღვთაებრივ ფერისცვალებას -

სიყვარულს ცრემლისთვალებას

თუ არ გაუღე კარია.

კომენტარის დატოვება