იცით თუ არა,რომ
1. გენიალური ამერიკელი კინორეჟისორი,პროდიუსერი და სცენარისტი – სტივენ სპილბერგი,სამჯერ ეცადა სამხრეთ კაროლინის კინემატოგრაფიის უნივერსიტეტში ჩარიცხვას,თუმცა დაბალი ქულების მიღების გამო სამივეჯერ უარი ეთქვა.მას შემდეგ,რაც სპილბერგი სახელოვანი კინორეჟისორი გახდა,იმავე უნივერსიტეტმა მას “დოქტორის საპატიო ხარისხი” მიანიჭა.სტივენი შეთავაზებული წინადადების მიღებას მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა,თუკი მასზედ მინიჭებული “დოქტორის საპატიო ხარისხის” დამადასტურებელ სერთიფიკატზე იმ ადამიანის ხელმოწერა იქნებოდა ასახული,რომელმაც სპილბერგი სამჯერ არ დაუშვა სასწავლებლად კინემატოგრაფიის სკოლაში.მისი პირობა დაუყონებლივ იქნა მიღებული… მოგვიანებით,დიდმა ამერიკელმა კინორეჟისორმა სოლიდური თანხების გადარიცხვა დაიწყო ყოველწლიურად აღნიშნული სკოლის ანგარიშზე. – (ავტორი გენია.ჯი)
2. სპარსეთმა თავისი ახალი სახელწოდება – ირანი, 1935 წელს მიიღო.
3. იაპონიის ტერიტორიის 70% მთებისაგან შედგება.
4. ამერიკის შეერთებული შტატების 50 შტატიდან 23-ს ოკეანეზე გასასვლელი გააჩნია.
5. აღმოსავლეთ ციმბირში განთავსებულ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ტექტონიკური წარმოშობის – ბაიკალის ტბაში, 336 მდინარე ჩაედინება და ეს მაშინ,როდესაც მისგან მხოლო ერთადერთი მდინარე – ანგარა გაედინება.
6. მსოფლიოში ყველზე გრძელი სარკინიგზო ხაზი – ტრანსციმბირული მაგისტრალია, რომლის სიგრძე 9 288 კილომეტრსა და 200 მეტრს შეადგენს – 3 901 ხიდს ჰკვეთს.
7. ალბერტ აინშტაინმა,თავისი მეორე ვაჟის – ჰანს აინშტაინის შესახებ,რომელიც პროფესიით ინჟინერი იყო,ჟურნალისტს განუცხადა: “ჰანსი გაცილებით რთულ პრობლემაზე მუშაობს,ვიდრე მე”.
8. აშშ-ი “მშრალი კანონის” მოქმედების პერიოდში აკრძალული გახლდათ ალკოჰოლური სასმელების წარმოება,ტრანსპორტირება და გაყიდვა.თუმცა ალკოჰოლის მოხმარება ნებისმიერ ამერიკელს შეეძლო საკუთარ ოჯახში. – (ავტორი გენია.ჯი)
9. მალაიზიელები ბავშვებს ლუდით ბანენ ხოლმე.ისინი მიიჩნევენ,რომ ამ მეთოდით ისინი თავიანთ პატარებს დაავადებებისაგან და ყოველგვარი უსიამოვნებებისაგან დაიცავენ.
10. წყნარი ოკეანის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქვეყანა – ფიჯი,ევროპელებმა,კერძოდ,ნიდერლანდელმა ზღვაოსანმა – აბელ ტასმანმა პირველად 1642 წელს აღმოაჩინა.თუმცა,იქ პირველი ევროპული კოლონია მხოლოდ XIX საუკუნეში დაარსდა.ამის ერთ-ერთი და უმთავრესი მიზეზი კი გახლდათ ფიჯელებში დამკვიდრებული კანიბალიზმის საშინელი წეს-ჩვეულება,რაც ასე აფრთხობდათ ევროპელ კოლონიზატორებს. – (ავტორი გენია.ჯი)