ტრონჰეიმის მეფედ კურთხეული ძაღლი – საური…
XII საუკუნის ნორვეგიულ ისტორიულ ქრონიკებში მოთხრობილია ერთი მეტად უცნაური ისტორიული ეპიზოდი.მიუხედავად იმისა,რომ აღნიშნული მოვლენის სხვადასხვა ვერსიებია დღემდე გავრცელებული,მათ შორის ყველაზე რეალურ და პოპულარულ ვერსიად მაინც ის ვერსია განიხილება,რომელსაც აქვე შემოგთავაზებთ:
მას შემდეგ,რაც ნორვეგიის ერთპიროვნულმა მეფემ ეისტეინ I მაგნუსონმა (დაახლოებით 1088-1123 წლები) ტრონჰეიმის მიწები დაიპყრო,იქ მმართველად თავისივე ვაჟი,სახელად – ენუნდი განამწესა.ტრონჰეიმელები დამპყრობლების უღელს არ შეურიგდნენ და აჯანყება მოაწყვეს.მათ მიერ წარმოებულ აჯანყებას კი შეეწირა ეისტენ I მაგნუსონის ვაჟი და მათი დამპყრობელი მმართველი – ენუნდი.ამ ფაქტმა იმდენად განარისხა ნორვეგიის მეფე,რომ თავად წარუძღვა ჯარებს ტრონჰეიმისაკენ და განსაკუთრებული სისასტიკით ჩაახშო აჯანყება. (ავტორი გენია.ჯი) გამძვინვარებულმა მეფემ,რომელმაც კვლავ დაიმორჩილა ტრონჰეიმელები,იმისათვის რომ ისინი განსაკუთრებით დაემცირებინა,შემდეგი სახის წინადადება წაუყენა: ტრონჰეიმელებს თავიანთ მეფედ უნდა აერჩიათ მონა,სახელად – ტორერ ფაქსი,ან ძაღლი,სახელად – “საური” (აღნიშნული სახელი ითარგმნება,როგორც – “ექსკრემენტი”,ანუ ცოცხალი ორგანიზმების საჭმლის მონელების საბოლოო პროდუქტი).როგორც იგივე ნორვეგიული ქრონიკები გადმოგვცემენ,დამონებულმა ადგილობრივმა მოსახლეობამ,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს თავიანთ მეფედ კაცთა მოდგმის ოთხფეხა მეგობარი (ძაღლი) – საური აირჩია.ასეთი არჩევანის მიზეზი გახლდათ ის გარემოება,რომ ტრონჰეიმელთა გათვლებით ძაღლს ადამიანისაგან განსხვავებით ცოტა ხნის სიცოცხლის ხანგრძლივობა გააჩნდა და შესაბამისად,მისი მმართველობისაგან შედარებით ადრეულ პერიოდში დაიხსნიდნენ თავს.თუ რამდენი ხნის მანძილზე მეფობდა საური ტრონჰეიმში ზუსტად დაუდგენელია (ერთ-ერთი ვერსიის თანხმად 3 წელიწადი).თუმცა ცნობილია,რომ საური ოფიციალურად იქნა მეფედ კურთხეული,გააჩნდა საკუთარი სამეფო სასახლე და ოქროს საყელური. (ავტორი გენია.ჯი)
ეისტენ I მაგნუსონი